დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
2013/05/18 11:08:53

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გაავრცელა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ამ დღესთან დაკავშირებით  გაიმართება საქართველოს მუზეუმებში:

  • დღეს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებელთა შესვლა თავისუფალი იქნება.

 

  •  უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის თამარის დარბაზში 12:00 საათზე ევროპული სკოლის მოსწავლეების შესრულებით პერფორმანსი "ბერძნული მითოლოგია" გაიმართება;
  • 13:00 საათზე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტირებული და რეექსპონირებული სამუზეუმო შენობის გახსნის ცერემონია მოეწყობა. განახლებული ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამუზეუმო კოლექციების მართვის სამსახურის მიერ მომზადდა.
  • მანამდე კი, 11:30 საათიდან და 14:00 საათამდე მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო სექტორისთვის ინფო-ტური და პრეზენტაცია გაიმართება. 
  • როგორც ცნობილია, უფლისციხე მნიშვნელოვან უძველეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა და სავაჭრო-სატრანზიტო "აბრეშუმის გზაზე" მდებარეობდა. უფლისციხეში რამდენიმე საათით აღდგება ძველი ფუნქცია და თეატრალური სანახაობა გაიმართება.
    მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებლისთვის ეთნოკულტურის პოპულარიზაციის მიზნით, უფლისციხეში, აკაციის ხეივანში პურის ცხობის ძველი ტრადიციები იქნება წარმოდგენილი და ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა. გამოიფინება რეგიონისთვის დამახასიათებელი თექის ნაწარმი და სხვა ხელნაკეთი ნივთები. 

 

  • ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში 12:00 საათზე მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია "ნოქალაქევი, საქართველოს ისტორიის სიამაყე" გაიმართება. 15:00 საათზე ნოქალაქევის საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართება.
  • 21 მაისს 12.00 საათზე სპორტული ღონისძიება "მხიარული სტარტები" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნოქალაქევის საჯარო სკოლის უფროსკლასელები მიიღებენ.
  • 23 მაისს 11:00 საათზე წმინდა ალექსი ბერი(შუშანია) და მისი სავანე წარმოადგენენ და ნოქალაქევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად პროექტს წარმოადგენენ.

  • ღონისძიებები ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალშიც მოეწყობა. კერძოდ, კონფერენცია "ვარძია და მისი იდენტური მატერიალურ-კულტურული ძეგლები საქართველოში" გაიმართება. 

  • გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში კონფერენცია "მუზეუმის როლი ქვეყნის ისტორიის წარმოჩინებასა და პოპულარიზაციაში, ექვთიმე თაყაიშვილის წვლილი სამუზეუმო საქმიანობაში" მოეწყობა;

 

  • გრემის მუზეუმში კონფერენციები "18 მაისის მნიშვნელობა" და ,,თანამედროვე მუზეუმის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში" გაიმართება. ასევე, მოეწყობა მუზეუმის დათვალიერება და მათარსას ეკლესიის და აბანოს მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია.

  • ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კონფერენციები "XX საუკუნის I ნახევარში მოღვაწე სასულიერო პირები"; "ექვთიმე თაყაიშვილი_წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი" "სოფელ საკირის ტოპონიმის საკითხისათვის"; "ბორჯომი 100 წლის წინ- სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტოებზე" იქნება წარმოდგენილი.

  • ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში 12:00 საათზე კონფერენცია "მუზეუმების როლი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში" გაიმართება;
  •  13:00 საათზე ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის "გათავისუფლება" პრეზენტაცია გაიმართება;
  • 15:00 საათზე ლიტერატურული საღამო "ცოტა რამ ფიროსმანზე" გაიმართება.

  • ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში ღონისძიება, სახელწოდებით "გვახსოვდეს ფესვები ჩვენი" მოეწყობა.
  • 12:00 საათზე დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ მუზეუმში სტუდენტ-მედიკოსებისა და ლექტორებისათვის დიმიტრი ნაზარიშვილის ღვაწლის შესახებ ლექცია ჩატარდება;
  • 14:00 საათზე მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დიმიტრი ნაზარიშვილის საფლავს ყვავლებით შეამკობენ და პატივს მიაგებენ.
  • 19 მაისს მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციისათვის ტელეკომპანია "რიონის" ყოველკვირეულ გადაცემა "7 დღის" ფორმატში გადაიცემა სიუჟეტი, სახელწოდებით "ნაცნობი და უცნობი კულტურული მემკვიდრეობა".
  • 27 მაისს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისში არსებული მუზეუმების პოპულარიზაციისათვის მოეწყობა საინფორმაციო გამოფენა "მუზეუმი ღია ცის ქვეშ".

  • სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმში პროექტ "თაობათაშორისი კავშირი" პრეზენტაცია გაიმართება. ნაჩვენები იქნება ფილმი მოხევეთა და ინგუშთა ურთიერთობის შესახებ. ფილმის მონაწილენი შეხვდებიან, ასევე, ინგუშ სტუმრებს. დაისახება სამომავლო გეგმები. ღონიძიებაზე მოწვეულია საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი ინგუშეთიდან.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია