დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მედიის წარმომადგენლებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს
2013/05/09 17:29:18

ქუთაისში იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მედიის წარმომადგენლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,  სისხლი უნაგაროდ ჩააბარეს. სისხლი ამავე საავადმყოფოში შემოსულ პაციენტებს საჭიროებისამებრ მოხმარდება.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის თქმით, ღონისძიება, რომელშიც მედიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი პაციენტისთვის.

ჯანო გოშაძე (იმერეთის რეგიონული კლინიკის დირექტორი): „დღეს არის კლინიკაში სისხლის გადასხმის დღე. ეს აქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მასმედიის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონულ საავადმყოფოში ჩააბარეს სისხლი. ჟურნალისტების ეს ჰუმანური ნაბიჯი დასაფასებელია.“

„ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის გაღება, რადგან  ბევრ ადამიანს სჭირდება ეს სისხლი. მით უმეტეს, როცა უარყოფითი ჯგუფის სისხლი გაქვს. მინდა, ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ მსგავს აქციაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ჩვენს მიერ გაღებული სისხლით გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე.“-განაცხადა მე-9 არხის იმერეთის კორესპონდენტმა ირაკლი აკობიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია