დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვისია ჭიათურის მანგანუმის წარმოება, ზესტაფონის ,,ფერო“ და ვარციხჰესი?
2013/05/09 01:47:04

გაურკვევლობა ჭიათურის მანგანუმის საბადოების და ფეროშენადნობის წარმოების მიმართ კვლავ არსებობს.

2007 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზს“ მიჰყიდა ,,ჭიათურმანგანუმი“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხჰესების კასკადი. ,,ჭიათურმანგანუმის“ გაკოტრების მმართველისაგან ნასყიდობის საფუძველზე საეჭვო ვითარებაში გადაცემა ,,ჯორჯიანმანგანეზისადმი“ მრავალ კითხვას ბადებს, თუმცა ამ ეტაპამდე არ არსებობს პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე: როგორ გაიყიდა 112 მილიონ დოლარად ისეთი აქტივები, როგორიც გახლავთ ჰესი, მეტალურგიული კომბინატი და ჭიათურის უმდიდრესი მანგანუმის საბადოები პირველადი გადამამუშავებელი საწარმოებებით; ამას ემატება ის ფაქტიც, რომ გაკოტრების მმართველისაგან გაცემული ნასყიდობის არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ ჩანს.

 ადრეც არაერთხელ ითქვა, რომ ,,ჯორჯიანმანგანეზი“ სახელმწიფოსთან დადებული ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე აწარმოებდა მანგანუმის რეწვას. რაც შეეხება ნასყიდობას, მისი შინაარსი უცნობია (სავარაუდოდ, ეს დოკუმენტიც არ არსებობს, რადგან მისი გამოთხოვის მიუხედავად, დაინტერესებულმა პირებმა ვერ მიიღეს კანონით გათვალისწინებულ ვადებში).

 2013 წლის 21 მარტს კვლავ გაიყიდა ჭიათურის მანგანუმის მრეწველობა.  საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელმა შპს ,,გ.მ. ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმიტედმა“ ,,ჯორჯიან ამერიქენ ელოიზზე“ მოახდინა თავისი აქტივების გასხვისება. რამდენად  გასხვისდა ,,ჯორჯიან მანგანეზი“ ,,ამერიქენ ელოიზზე“ საკითხავია, რადგან კომპანიის დირექტორად კვლავ ვ. ლოზინსკი რჩება და ფაქტია, რომ ადმინისტრაციულად თითქმის არაფერი შეცვლილა. ფიქრობენ, რომ ეს ორი შპს ერთი და იმავე პირებისაა და მოსალოდნელი მოკვლევებისათვის თავგზის ასაბნევად ხდება ხელიდან ხელში გადაცემა ქართული სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ფლაგმანისა.

 როგორც ირკვევა, ,,ამერიქენ ელოიზის“ სათაო ოფისი მდებარეობს მაიამიში (აშშ) და დაფუძნებულია ლუქსემბურგის კანონმდებლობის საფუძველზე. აღნიშნული კომპანიის პროფილი ფეროშენადნობის წარმოებაა. ,,ამერიქან ელოიზის“ ფეროპროდუქციას იყენებს რკინისა და რკინის შენადნობების წარმოებისათვის ,,Felman Production”, ,,Felman Trading” და სხვა ამერიკული კომპანიები, რომლებიც ,,ამერიქან ელოიზის“ შვილობილ ორგანიზაციებად სახელდება.

 კულუარული ინფორმაციით, ჭიათურის მანგანუმის საბადოების მიმართ ინტერესი გააჩნიათ ბეჟუაშვილებს და პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახს. როგორც თემურ შაშიაშვილი აცხადებს, მას იმერეთის გუბერნატორობის პერიოდში შევარდნაძისათვის მიუმართავს, რომ ,,ჭიათურმანგანუმი“ გადასცემოდა ბიძინა ივანიშვილს სამართავად და თითქმის გადაწყვეტილი საკითხი დაუბლოკავთ ბეჟუაშვილებსა და სააკაშვილს.

 

როლანდ ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია