დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურელებს წყლის გადასახადს უწყლობაში ახდევინებენ
2013/05/07 23:29:05

ჭიათურაში, აღმაშენებლისა და საბჭოს ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წელია, სასმელი წყლის მიწოდება შეწყვეტილია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქში უფრო მეტად მოუწესრიგებელი ქუჩა ან ჩიხი არ არსებობს. „გარე განათების არარსებობისა და უგზოობის გამო, ღამით აქ გავლა არ შეიძლება, რადგან დამტვრევას ვერ ასცდები, – აღნიშნა მარინა ჯაჯანიძემ „psnews.ge“-სთან საუბარში, – წყლის პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვართ, დავთანხმდეთ იმ გადასახადს, რომელიც ქალაქში არსებობს სულადობის მიხედვით, თუკი დღეში 10 წუთით მაინც გვექნება წყალმომარაგება. ამჟამად საკურდღლიის წყაროდან ვეზიდებით წყალს და ეს არაადამიანურ პირობებში გვაგდებს. რატომღაც მხოლოდ ჩვენი ჩიხი გამორჩათ სატელიტური თეფშების დადგმისას, მეზობელ ფრანგიშვილისა და გაგარინის ქუჩებზე ყველას დაუდგეს. ამას იმდენად არ დავეძებთ, წყალი და გზა რომ იყოს. რამდენიმე წელია, ვითხოვთ ამ პრობლემების აღმოფხვრას ასამდე ოჯახი, მაგრამ ჯერ არავის შეუწუხებია თავი“.

აღნიშნულ საკითხზე „psnews.ge“–მ ჭიათურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ბატონ მალხაზ სამყურაშვილს სთხოვა კომენტარი:

„ჩემთვის ცნობილია ამ დასახლების პრობლემა, ქალაქში მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების საკითხი, ისიც ვიცი, რომ ორი გარე განათების ბოძი სჭირდებათ. სამწუხაროდ, ტერიტორიული ორგანოს ბიუჯეტი ამ საკითხების მოგვარებას ვერ ეყოფა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენილია პროექტები როგორც წყალმომარაგების, ისე გზისა და განათების პრობლემებზე. მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევხვდე მკვიდრ მოსახლეობას და ავუხსნა, რომ ერთი კილომეტრი მოასფალტებული გზა 700 ათასი ლარი ჯდება, ამას კი ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ დააფინანსებს, იმედია, რომ ნარმანიას უწყება მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“.

ჭიათურის წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობაში წყლის გადასახადს მაინც კრეფს, მიუხედავად იმისა, რომ სერვისს არ ახორციელებს. ადგილობრივების განცხადებით, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები აბონენტებს აშინებენ იმით, რომ თუ არ გადაიხდიან სულზე 1 ლარს ყოველთვიურად, სააბონენტო ნუსხიდან ამოიღებენ და შემდეგ დარეგისტრირება ძვირი (ათასი ლარი) დაუჯდებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია