დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის ჩინოვნიკი ტრანსპორტით უკმაყოფილო ხალხს „ცივი წყლის დალევას“ ურჩევს
2013/05/04 19:01:52

"თუ აღშფოთებულია, წავიდეს და ცივი წყალი დალიოს" - ასე უპასუხა ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომელმა, გიორგი აბესაძემ, სულხან-საბას ქუჩის მცხოვრებს, ლუიზა სვანიძეს, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა #48 მიკროსაავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლების  უპასუხისმგებლო მუშაობის გამო. 
შემთხვევა დღეს  # 48 მიკროავტობუსში მოხდა.
ლუიზა სვანიძის თქმით, 48 ნომერ  მიკროსაავტობუსო ხაზის დანიშვნის დღიდან მიკროავტობუსებზე დასაქმებული მძღოლები გამუდმებით არღვევენ გრაფიკს და არ ასრულებენ სვლაგეზებს სრულყოფილად.
"ნახევარი საათი იგვიანებენ, მაშინ, როცა 10-12 წუთი აქვთ ინტერვალი. გამუდმებით აცდენენ რეისებს და სამუშაო საათების დასრულებამდე მიდიან სახლში. თუ არ უნდათ მუშაობა, უნდა წავიდნენ. 48 ნომერი აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, მის დანიშვნას არც მოვითხოვდით" - ამბობს სულხან-საბას ქუჩის # 48 ბინის მცხოვრები ლუიზა სვანიძე. 
აღსანიშნავია, რომ 48 ნომერი მიკროსაავტობუსო ხაზი ავანგარდის მოსახლეობის მოთხოვნით 4 წლის წინ დაინიშნა. გადამზიდავ კომპანია "ავტოტრანსკორპორაციას" ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურთან ხელშეკრულება 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ხაზის არსებობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სულხან-საბას დასახლება დიდი მანძილით არის დაშორებული ცენტრალური გზიდან. ყოველდღიურ რეჟიმში კი ცენტრალური გზიდან მათი კორპუსების მიმართულებით ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. 
მათივე თქმით, 48 ნომრის მძღოლები გამუდმებით არღვევენ სვლაგეზს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი სულხან-საბას დასახლებაში  შედიან მარჯვენა მხრიდან, რაც სვლაზეგით არ არის გათვალისწინებული. სვლაგეზის დარღვევის გამო კი აღნიშნული ქუჩის მარცხენა დასახლება პრაქტიკულად ვერ სარგებლობს ამ მიკროავტობუსით.

აღსანიშნავია, რომ საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს. გაზეთმა "P.S."  - მა რამდენჯერმე დააყენა ეს პრობლემა აღნიშნულ სამსახურში, მაგრამ საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია.. ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომელი კი პრეტენზიების მქონე მოქალაქეებს "ცივი წყლის" დალევას ურჩევს. 

გაზეთი  "P.S." შეეცადა დაკავშირებოდა #48  მიკროსაავტობუსო ხაზის გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელს, მაგრამ კომპანია "ავტოტრანსკორპორაციის" დირექტორმა დავით მატარაძემ ფაქტიდან რამდენიმე წუთში ტელეფონი გამორთო.                                                    

მარი პატარაია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია