დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო მოხელეები აქციაზე შიშის გამო არ წავიდნენ?
2013/04/19 23:23:24

კოალიცია“გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ შენობაში და საჯარო სამსახურებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. კოალიციის ხელმძღვანელისზურაბ ხურციძის განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ქუთაისის მერიის 70-მდე თანამშრომელი წავიდა. მერიის სხვადასხვა სამსახურებში და მუნიციპალიტეტებში კი ჯამში 122 ადამიანი არგამოხცადდა. თუმცა ხურციძის განცხადებით ეს არ ნიშნავს, რომ 122 ადამიანიდან ყველანი აქციაზე იყვნენ წასული.

რიგითი თანამშრომლების გარდა, დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდნენ მერიის საბინაო სამსახურის, კულტურის, კეთილმოწყობის და სოციალურ საკითხთა სამსახურების ხელმძღვანელები.

„ნაციონალთა“ აქციაზე ქუთაისელ მოხელეთა სიმცირეს, გამოცხადებული მონიტორინგით და მოსალოდნელი შედეგების შიშით ხსნის ზურაბ ხურციძე.

ქუთაისის საკრებულოს წევრის, კახა ხვარეშიას, განცხადებით  კი ქუთაისიდან აქციაზე 5000 ადამიანი წავიდა, ამ მონაცემებით გამოდის, რომ აქციაზე მყოფი 12 000 მანიფესტანტიდან თითქმის ნახევარი ქუთაისიდან იყო. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია