დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
74 წლის ჯუმბერ ლეჟავა მორიგ ველოტურში მიემგზავრება
2013/04/15 20:18:57

2013 წლის  9 მაისს, საქართევლოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და  უნეტარესის ლოცვა -კურთხევით სტარტს აიღებს გინესის რეკორდსმენის, მსოფლიოს მოქალაქის, ველომოგზაურის, გაეროს ბუნების დაცვის ელჩის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, 74 წლის ჯუმბერ ლეჟავას უკვე მე-6ე ველოტური სახელწოდებით „ჯუმბერ ლეჟავა და ევრაზია“.  ტურის დევიზია „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. ორი წლის განმავლობაში ველოტურის მონაწილენი ( მთლიანობაში 40 000-ზე მეტი ველომოყვარული) გაივლიან ევრაზიის 30-მდე ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქსა და ათასობით დასახლებულ პუნქტს, მთლინობაში 30000 კილომეტრზე მეტს.

ველოტურის მიზანი მასშტაბური და მრავალმხრივია, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებას, ქართული ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდას,სტურისტების და ბიზნესინვესტორების მოზიდვას. მოგზაურობის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები და სხვადასხვა  ღონისძიებები პროექტში ჩართული ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების, ასევე ქართული დიასპორისა და  სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პროექტის ფარგლებში ჯუმბერ ლეჟავა დღეს ქუთაისს სტუმრობდა. სპორტსმენმა  ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა  დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ჯუმბერ ლეჟავა, ველომოგზაური: „მივესალმები მთელ იმერეთს და მთელ საქართველოს, პროექტის ორგანიზატორებმა ბევრ ქალაქში მოვაწყვეთ თვითმმართველობასთან და ადგილობრივებთან შეხვედრა, დღეს  კი ქუთაისში ვიმყოფებით. რაც შეეხება ტურს, არის წინასწარ დაპროგრამებული. მსოფლიო კი გვაქვს მოვლილი, მაგრამ სულ სხვა პროგრამით მივდივართ, ამ პროექტში ჩართულია საქართველოს ხელისუფლება და თითქმის მთელი მსოფლიო. ამ მოგზაურობის ფარგლებში დავესწრებით სოჭის ოლიმპიადას.“

პროექტს მხარს უჭერენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროები, უწყებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია