დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი უკვე დასავლეთ საქართველოშია.
2013/04/09 19:40:38

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის დასრულდა. აგროვადების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სრული დატვირთვით უკვე დასავლეთ საქართველოში დაიწყება.  200 ერთეულამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ  უკვე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლა.    ტექნიკის გადაადგილების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე ესწრებოდა.

„საგაზაფხულო სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოში უკვე დასასრულს უახლოვდება, ამიტომ   ტექნიკის ნაწილი და ადამიანური რესურსი მობილიზებული იქნება დასავლეთ საქართველოში, რათა საგაზაფხულო სამუშაოები სრულფასოვნად და დროულად ჩატარდეს. დასავლეთ საქართველოს  შემდეგ ტექნიკა უკვე მაღალმთიან რაიონებში გადაინაცვლებს“,-განაცხადა დავით შერვაშიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში დაეხმარება 700 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათსარგებლობაში არსებული მიწი სფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია