დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველ ქალაქებში საზოგადოებრივი მონიტორინგი განხორციელდება
2013/04/06 17:26:30

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთვის ახალი პროექტის ,"საზოგადოებრივი მონიტორინგი თვითმმართველობის გამჭირვალობისთვის", პრეზენტაცია გამართა. პროექტი ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში არსებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის მონიტორინგის გამოცდილების გაზიარებას და ამ გზით რეგიონებში თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის ეფექტიანობის ხელშეწყობას.

პროექტის ავტორების მიზანია  დასავლეთ საქართველოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის შედეგების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის და ამით მათი ინფორმირებულობის გაზრდა.

თითოეულ სამიზნე თვითმმართველობაში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და თითოეულისთვის ტრენერ კონსულტატების მიერ შეირჩევა მონიტორინგის განსახორციელებელი ერთი თემა.
პროექტის განხორციელების შედეგად პირდაპირ სარგებელს მიიღებენ სამიზნე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები. მოხდება თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის კუთხით მათი კვალიფიკაციის ზრდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია