დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სანიკიძის კარი შეცდომით "დასკოჩეს"
2013/04/05 16:30:34

 

მოქალქე შალვა კამლაძეს, რომელმაც დღეს დილით,  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კარი იმ მიზეზით ამოკეტა, რომ დეპუტატი  მოსახლეობას არ ხვდება,  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე პასუხობს და მისი კაბინეტის კარის დალუქვას „ნაციონალების“ მიერ ორგანიზებულად თვლის.

მისივე  განცხადებით პრეტენზია თითქოს მაჟორიტარი მოსახლოებას არ ხვდება, უსაფუძვლოა და დასძინა, რომ

პარლამენტის არც ერთი მაჟორიტარი იმდენს არ ხვდება ხალხს, რამდენსაც თავად. 

სანიკიძის განცხადებით კამლაძემ კარი შეცდომით ამოკეტა.

 „პრესის წარმომადგენლებს ვთხოვ, რომ ხუთშაბათს, დილის 9 საათიდან ღამის პირველსაათამდე არ მომშორდნენ და იყვნენ მიღებაზე. ძალიან მარტივია, ხომ?! "ნაცები" შვებიან ამ ყველაფერს, რადგან დაეშალათ მერია, დაეშალათ ყველაფერი.  ახლა ვიღაც არასამთავრობო გამოაძრეს.  კაცი ამბობს იმას, რომ გუბაზ სანიკიძე ხალხს არ ხვდებაო,ჩემი კარის აჭედვა გადაწყვიტა და არ იცის ჩემი კარი რომელია. ერთხელ ხომ შეიძლებოდა მოსულიყო?"- აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია