დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელებმა გუბაზ სანიკიძის კაბინეტი "დასკოჩეს"
2013/04/05 11:42:51

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის,  გუბაზ სანიკიძის მიმართ ამომრჩეველი მუდმივად უკმაყოფილოა. მას მოქალაქეები ამაოდ ელიან ყოველდღე, მაგრამ სანიკიძე კაბინეტში არც კი გამოჩენილა . სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად,  მოქალაქეებმა მერიის შნობაში მდებარე, გუბაზ სანიკიძის კაბინეტი წებოვანი ლენტით - ე.წ. სკოჩით "აჭედეს". როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა,  შალვა კამლაძემ განაცხადა, გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ, ოქტომბრიდან დღემდე საერთოდ არ გამოჩენილა შენობაში და შესაბამისად, არც კაბინეტში ყოფილა. მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძეს კანონი ავალდებულებს სამ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეს ქუთაისელებს, თუმცა, თვეობით დადიან ადამიანები და მაჟორიტარი დეპუტატი ერთხელაც არ შეხვედრია. 
პროტესტის ნიშნად შალვა კამლაძემ და რამდენიმე მოქალაქემ გუბაზ სანიკიძის სამუშაო კაბინეტსა და ტრაფარეტს, სადაც წერია - მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე , წებოვანი ლენტები გადააკრეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია