დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ამ შეხვედრიდან ნუ ელოდებით რაღაც სეირს“
2013/04/03 19:04:59

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, კახი კალაძის, ვიზიტია დაგეგმილი. მინისტრი პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობის მოწვევით ჩამოდის. უმცირესობის ერთ-ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანი ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რა კითვხები ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“ კალაძესთან, შემდეგნაირად პასუხობს:

„ძალიან გთხოვთ, რომ ამ შეხვედრიდან ნუ ელოდებით რაღაც სეირს, ჩვენ მართლა გვაინტერესებს, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ენერგეტიკის უზრუნველყოფა, გაგრძელდება თუ არა გაზიფიკაცია იმ ტემპებით, როგორც დაწყებული იყო. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გაგრძელდება მრიცხველების გამოტანა, რატომ ედო გრიფით საიდუმლო ტარიფების საკითხს და იყოთუარა ისეთი საკითხები, რომლებიცმართლა საიდუმლოა.

 თქვენ გახსოვთ ენერგეტიკაში ჩვენ რა პრობლემები მოვაგვარეთ, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ენერგოუსაფრთხოების კუთხით დაცული ქვეყანა. იქნება ძალიან საინტერესო განხილვა, მაჟორიტარები ემზადებიან, რომ თავიანთი რეგიონების მიხედვით დაუსვან კითხვები“.

ინფორმაციისთვის: კახი კალაძე მესამე მინისტრია, რომელიც პარლამენტში უმცირესობასთან გამართავს შეხვედრას. მანამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეხვედრები საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მათი მიზანი, როგორც უმცირესობა აცხადებს, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია