დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით კირვალიძე ხურვალეთში მცირემიწიან ფერმერებს შეხვდა
2013/03/31 19:41:12

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ხვნის სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.  ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არქონა დაასახელეს და მინისტრს დახმარება სთხოვეს. დავით კირვალიძემ  მოსახლეობას  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

            ,,გამართული საირიგაციო სისტემების არსებობა ერთერთი მთავარი კომპონენტია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს.   ტირიფონისა და  სალთვისის სარწყავის არხების სათაო ნაგებობას, რომელიც კონფლიქტის ზონაში მოექცა, დაზიანებულია და აღდგენა ესაჭიროება.  სარეაბილიტაციო  სამუშაოების დაწყებისთვის, ოსურ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედი მაქვს შეთანხმება მიღწეული იქნება. რაც შეეხება მიწის დამუშავების  პროცესს, უამინდობის გამო აღმოსავლეთ საქართველოში საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები ცოტა დაგვიანდა, მაგრამ  პროგრამა მაინც წარმატებულად ხორციელდება და  დღეს, ხვნის პროცესი უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მალე აღმოსავლეთ საქართველოში  საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდება და აღნიშნული ტექნიკა  ჯერ დასავლეთ საქართველოში, ხოლო შემდეგ  მაღალმთიან რაიონებში გადაინაცლებს“, – განაცხადა დავით კირვალიძემ.

            მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახლადშექმნილი რაიონული საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურები უკვე ფუნქციონირებს და კვალიფიციური თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებში.

            გორის რაიონის მოსახლეობა დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამას. ხურვალეთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარეშე  მიწის დამუშავებას ვერ შეძლებდნენ და იმედი აქვთ, რომ  სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია