დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის უბინაოდ დარჩენილი ოჯახი
2013/03/27 22:32:45

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კახა ხვარეშიას დედა თაღლითობის მსხვერპლი გახდა. უკვე ოთხი დღეა, დალი ხვარეშია ღამეს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ათევს. 
კახა ხვარეშია: "დედაჩემი ღამეს სარდაფში ათევს, მე მეუღლის ბინაში ვცხოვრობ და იქ არ მომყვება.იგი ბელა ახალაიას ერთ-ერთი მსხვერპლია."


ახალგაზრდობის 56/28 ში მდებარე სამოთახიანი ბინა დალი ხვარეშიას ყოფილმა რძალმა, 30 წლის ბელა ახალაიამ ყალბი მინდობილობის საფუძველზე წაართვა და რამდენჯერმე იპოთეკით დატვირთა. 
დალი ხვარეშია:" არაფერი აღარ გამაჩნია, ჩემს შვილს თავისი ოჯახი აქვს და მე იქ ვერ მივალ,მე ხელი არაფერზე მომიწერია, საბერძნეთში ვიყავი მან კი ამით ისარგებლა, არ დავთმობ, ყველა გაგვწირა, ჩემს შვილიშვილებს რა ვუყო."


დალი ხვარეშია საბერძნეთში მუშაობდა, ბელა ახალაიას მიერ წარმოდგენილი მინდობილობით კი ყოფილმა დედამთილმა მას უძრავი ქონების განკარგვის უფლება მოსკოვიდან შვეიცარიის საელჩოს დახმარებით მისცა. ბელა ახალაიას თაღლითობის მსხვერპლი საკუთარი ოჯახის წევრებიც გახდნენ, რაც "P.S"თან ახალაიას ბებიამ ციალა ჭიღლაშვილმა დაადსტურა:
"თქვენ უკვე გეცოდინებათ ჩემი ამბავი. ბელა ნაქირავებში ცხოვრობს და ზუსტი მისამართი არ ვიცი. მისი თაღლითობის მსხვერპლი მეც გავხდი, ჩემი მაღაზია და მიწა ყალბი მინდობილობით მიითვისა და გაყიდა და წვალებით დავიბრუნე. ჩემი დადასტურება რად გინდათ, თაღლითობაში ბრალი მას სასამართლომ დასდო."
ბელა ახალაია უმცროს შვილთან, როგორც გავარკვიეთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბინაში ცხოვრობს.  "P.S"-მა მისი კომენტარის მოპოვება სცადა, თუმცა გაირკვა, რომ ახალაია სახლში ხშირად არ იმყოფება. ახალაია თაღლითობის ბრალდებით სამთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მას 22 ოფიციალური მევალე ჰყავს , რომელთა გასტუმრებაც ახალაიამ სასამართლოს გადაწყვეტილებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოახერხოს. ხვარეშიების ოჯახმა სარჩელი ყოფილი რძლის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ შეიტანა. ბელა ახალაიას თაღლითობის მუხლს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წაუყენებენ.

ლევან ფანცხავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია