დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებული გორი მოინახულა
2013/03/25 16:47:26

პრემიერ–მინისტრი გორში ფინანსთა მინისტრთან ერთად ჩავიდა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა. მან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო და კონკრეტული დავალებები გასცა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს დროში იყოს ლიკვიდირებული და სწრაფად და ხარისხიანად დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. 
"რაც ვნახეთ კარგად შესამჩნევია, რომ გადახურვისას არ არის დაცული ტექნოლოგიები, რადგან სტიქიის შედეგად არ არის დაზიანებული ხეები. თქვენ კარგად იცით, ძლიერი ქარის დროს როგორ ზიანდება ბუნება. აქ ყველაფერი გასაგებია, რომ არ გააკეთეს სწორად და შედეგიც მივიღეთ. მთავარია, რომ მსხვერპლი არ არის. უნდა გავაკეთოთ სწორად. ტექნოლოგიები უნდა დავიცვათ, ყველაფერი უნდა გადაწყვიტონ სპეციალისტებმა, მათზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს და ასეთ შედეგებს აღარ მივიღებთ. დროს არ დავკარგავთ. მგონია, რომ ყველაფერი სწრაფად გაკეთდება", - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 
გორში უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც ზარალს დაითვლის და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაუწევს კოორდინირებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია