დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საგანგებო შტაბი შეიქმნა
2013/03/24 21:05:04

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, შეიქმნა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. შტაბში გაწევრიანებული იქნებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

დღეს დილიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სტიქია მძვინვარებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი აჭარას, გურიას და შიდა ქართლს მიაყენა.


სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი კი ასეთია:

აჭარაში, კერძოდ, ბათუმში შტორმის შედეგად, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ბილიკამდე ამოვიდა წყალი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. მთლიანობაში, მთელი აჭარის ტერიტორიაზე დაზიანებულია 150-ზე მეტი სახლის სახურავი, მათ შორის, 100-ზე მეტი ხელვაჩაურში, 4 ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის სახურავები დაზიანებულია ბათუმშიც. ქობულეთში ჩამოინგრა 40 მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა, დაზიანებულია, ასევე, გარეგანათების  ბოძები.

გურიაში - ოზურგეთში დაზიანებულია 90 ინდივიდუალური სახლის, 4 სკოლისა და 1 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ურეკში, კერძოდ, მაგნიტიტის დასახლებაში, პრობლემები შეექმნა ნაპირდაცვით ნაგებობებს. 

შიდა ქართლში - გორში ქარმა 20-ზე მეტ მრავალსართულიან სახლს გადახადა სახურავი, დაზიანებულია  ავტომანქანები. გორში დაზიანებული ბინები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.

თბილისში  დაზიანებულია 60-ზე მეტი სახლის სახურავი. ქალაქში შექმნილ პრობლემებს დავით ნარმანია წინასაარჩევნოდ განხორციელებულ უხარისხო სამუშაოებს უკავშირებს. "60-ზე მეტი სახლი დაზიანდა ავლაბარში. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევეცდებით დავეხმაროთ მოსახლეობას" - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ძლიერი ქარის გამო  გაითიშა 100 000–მდე აბონენტი. მისი თქმით ელექტოენერგიის მიწოდების პრობლემა ბოლომდე ჯერ არ აღმოფხვრილა. გათიშული იყო დასავლეთ საქართველოს რაიონები, შიდა ქართლი, კახეთი. 

 

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით ელექტროენერგია დღეს საღამოს აღდგება, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. მინისტრის თქმით, იქ სადაც ელექტოენერგიის მიწოდება ვერ ხერხდება სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება აღდგენით სამუშაოების სრულფასოვნად განხორციელება.

ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ქარის სიმძლავრე დაიწევს ხვალ საღამომდე ელექტროენერგიის მიწოდება სრულყოფილად აღდგება. "თუ გარკვეული პრობლემები შეიქმნება დამატებით ჩვენ მზად ვართ მხარში ამოვუდგეთ ჩვენი ქვეყნის მოსხლეობას"– განაცხადა კალაძემ. 

 
საქართველოს მთავრობამ შექმნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  დარეკონ.

 

"ჩვენ სამიანისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი ეს არის– 2 51 07 74, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია თუ სად რა მდგომაეობა. ცხელი ხაზი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.  მოქალაქეებმა პირველ რიგში  ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ადგილობრივი თვითმმათველობის წარმომადგენლებს, რომ მათ ინფორმაცია დაფილტრონ და იქ შექმნილი შეფასების კომისიები უახლოეს 2–3 დღეში ჯამურად დაითვლიან ზიანის მოცულობას და წარმოდგენილი იქნება შტაბში"– განაცხადა დავით ნარმანიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია