დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დავით ნარმანიამ დაათვალიერა
2013/03/09 17:46:54

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილემ, შოთა მურღულიამ, ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ქუთაისის  17.3 კმ-იანი შემოვლითი გზა ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის - იმერეთის  59  კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ზესტაფონიდან იწყება, გაივლის ქალაქ ქუთაისს და სამტრედიასთან დასრულდება. ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი სრულიად ახალი 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. საგზაო მონაკვეთებზე დაიგება ცემენტ-ბეტონის, ხოლო ხიდებსა და საგზაო კვანძებზე ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია და სამუშაოები კი გრძელდება. 

დავით ნარმანიამ  psnews.ge–სთან საუბრისას განაცხადა: "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი დასავლეთ საქართველოში, რომელიც ჯამურად 60 კილომეტრამდეა, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედიის გზის მონაკვეთზე. ამ ეტაპზე 17 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს სამუშაოები, ცალკეულ მონაკვეთზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაზე წინაც ვართ წასულები, ჩამორჩენა არცერთ მონაკვეთზე არ გვაქვს. პარალელურად  მიმდინარეობს როგორც მიწის, ასევე ხიდების, ხიმინჯების მომზადების წინა სამუშაოები.

ჩვენს პოლიტიკურ ოპონეტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ გზებზე სამუშაოები შეჩერებულია,  ვურჩევთ, მხოლოდ ცენტრალური გზით ნუ დადიან, მოვიდნენ და ნახონ ეს გზები და მიმდინარე სამუშაოები. მუშაობა მიმდინარეობს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მონაკეთი მთლიანად არის დაპროექტებული და დაკონტრაქტებული, ამიტომ წლის ბოლოს ეს მონაკვეთი უკვე ჩაბარებული იქნება.  სხვა მონაკვეთებზე სამუშაოები  2014 წელსაც გაგრძელდება.

გარდა ამისა, ჩვენ  ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკების საფუძველზე განვახორციელებთ სამტრედიიდან გრიგოლეთამდე მონაკვეთის მშენებლობას. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა დროში რომ არ გაიწელოს ,პარალელურ რეჟიმში რამდენიმე გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს სამუშაოები."

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნული პროქტი ფინანსდება იაპონიისა (იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით) და საქართველოს მთავრობის მიერ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია