დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის საგაფიცვო მუქარა სახელმწიფო საბოტაჟია!
2013/03/06 18:57:43

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართეს. კოალიციის წარმომადგენლის ზურაბ ხურციძის თქმით, ქალაქის მერიის განცხადება გაფიცვისა და მოსახლეობისთვის ყოველგვარის სერვისის გარეშე დატოვების შესახებ, წარმოადგენს მუქარას.  

„ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიმდინარე კვირაში გამართული აქცია და აქციაზე მერიის გაფიცვის შესახებ გაკეთებული განცხადებები სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს წარმოადგენს,“ - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა.

„იმ განცხადებით, რომ თუ სამართალდამცავი ორგანოები მერიის რიგი სამსახურების ხელმძღვანელი პირების დაკითხვას არ შეეშვებიან, მერია გაიფიცება, მათ                                              კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ ადგილობრივ თვითმართველობაში მთელი რიგი სამართალდარღვევები და კრიმინალი არსებობს. მათ რომ არ ეშინოდეთ და ასე რომ არ იყოს, პირიქით, მოუწოდებდნენ სამართალდამცავებს, შემოდით და შეგვამოწმეთო,“ - ღნიშნავს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა აქცია რამდენიმე დღის წინ, კულტურის სამსახურის უფროსისთვის ბრალის წაყენების შემდეგ გამართეს. აქციაზე ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძეც იმყოფებოდა. ბრეგაძის განცხადებით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ მერიაზე ზეწოლა და თვითმართველობისთვის საქმის კეთების საშუალება მიეცათ.მერიაში განაცხადეს, რომ პროკურატურის მხრიდან ზეწოლის არშეწყვეტის შემთხვევაში, გაიფიცებოდნენ და უფრო ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს გამართავდნენ.

 

ნათია მატარაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია