დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათები რიგდება
2013/03/04 17:54:57

იმერეთში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება გრძელდება.

პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და იგი ,, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში მიმდინარეობს.

სასოფლო-სამეურნეო ბარათები ამჟამად  ვანის რაიონის სოფლებში რიგდება, სადაც ბენეფიციართა რაოდენობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, 12 000-ს შეადგენს. ცნობილია, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 640 000 მიწის მესაკუთრე მიიღებს, ვისაც 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნია.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება თავდაპირველად ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო და ეტაპობრივად მთელს საქართველოს მოიცავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,  მიმდინარე წელს  ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" განხორციელებისთვის 180 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.



თათია ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია