დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი პარლამენტში მოსმენას ითხოვს
2013/02/21 15:18:15

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თხოვნით მიმართავს პარლამენტს, დანიშნოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი. პრეზიდენტის ღია წერილი პარლამენტისადმი პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 
"უპირველეს ყოვლისა, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, როგორც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და მოგმართავთ თქვენ - ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია, რომლის დაცვა საქართველოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის, უწინარესად, ქვეყნის ხელმძღვანელი პირების უმთავრესი ვალდებულებაა.
ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნას საქართველოს კონსტიტუცია რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის პირველ პირს ავალდებულებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და საზოგადოებას; მეორე მხრივ, კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტს მოუსმინოს საქართველოს პრეზიდენტს. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის დაცვით, ცოტა ხნის წინათ შექმნილ ბევრ გართულებას ავიცილებდით თავიდან. საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, საქართველოს პარლამენტსაც ეკისრება. აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოსმენა უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო. ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის დაცვა და დანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი", - აცხადებს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი დაიცავს ქვეყნის ძირითად კანონს და როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ისე ხალხს მიეცემა საშუალება, მოისმინოს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია