დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო დროშა იურიდიული პირების სიმბოლოდ არ უნდა იქცეს
2013/02/18 20:39:16

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმოამდგენელის გოგი წულაიას მიერ ინიცირებული საკითხი განიხილა. რაც   „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებს ითვალისწინებს.  

 „ვითხოვთ, აკრძალული იყოს სახელმწიფო დროშის გამოყენება იურიდული პირების სიმბოლოდ. ნაციონალურ მოძრაობას მითვისებული ჰქონდა სახელმწიფო დროშა და სწორედ ამიტომ წამოვწიეთ ეს საკითხი წინ. მეორე ინიციატივაა, რომ არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე საშაურმეს გახსნის თურქი თუ არაბი  – სასტუმროს, ყველგან მათი ქვეყნის დროშა ფრიალებდეს. ეს უნდა შეიზღუდოს და კანონით მოხდეს ამის რეგულირება“.

კომიტეტის სხდომაზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელმაც დააფიქსირა მისი პოზიცია. „ეს პრობლემა არსებობს და ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს, იურიდიული პირების მიერ არ უნდა ხდებოდეს დროშის საკუთარ სიმბოლოდ გამოყენება. ეს არის საერთო სახალხო სიმბოლო და რომელიმე ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული თავის სიმბოლოდ „ - მამუკა ღონღაძე.

იურიდულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფრო კარგად ჩამოაყალიბებს კანონპროექტს. ამ საკითხზე მსჯელობა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომავალ სხდომებზე გაგრძელდება.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია