დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავითაშვილის უხეშ გამონათქვამებს უმრავლესობის სხდომაზე შეაფასებენ
2013/02/18 20:21:47

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ უმრავლესობის სხდომაზე კობა დავითაშვილის საკითხის განხილვა იგეგმება. უმრავლესობის წევრებს შეკითხვები ბოლოდროინდელ  მის ცნობილ გამონათქვამებთან დაკავშირებით ექნებათ.

„არ ვაპირებ ამ თემის გაღრმავებას. ეს უმრავლესობის შიდა განხილვის საგანი გახლავთ. როცა მრავალპარტიული კოალიცაა და მასში სხვადასხვა პარტიული გემოვნების, ისტორიისა და მომავლის მქონე პარტიებია თავმოყრილი, ყოველთვის იქნება რაღაც გაუგებრობები. ჩვენ არ ვაპირებთ ამაში ჩარევას, თავად შეძლებენ მიიღონ გადაწყვეტილებები იმგვარად, რომ საზოგადოებას ნაკლები კითხვები დარჩეს“ - უმცირესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელი.

Psnews.ge - მ სცადა კობა დავითაშვილის კომენტარი მოესმინა ბოლოდროინდელ შეუთანხმებლობასთან დაკავშირებით მისი გუნდის წევრებთან. „დღეს ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. შეფასებებს უმრავლესობის სხდომაზე გავაკეთებ“ - განაცხადა დავითაშვილმა.

 ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია