დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ”სიკეთის ეპიდემიის” საერთაშორისო დღე აღნიშნეს
2013/02/17 13:57:52

დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა ”თაობათა დილოგმა” (RICDOG) აქცია გამართა, სახელწოდებით ”სიკეთის ეპიდემია”. აქცია სიკეთის სპონტანურად გამოვლინების დღეს მიეძღვნა, რომლის სლოგანიც იყო ” შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას”.

გვანცა თოთაძე, აქციის ორგანიზატორი:” ” სიკეთის ეპიდემიის” აღნიშვნა ქუთაისში ტრადიციად დაამკვიდრა სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა ”თაობათა დიალოგმა”, შარშანდელთან შედარებით წლევანდელი აქცია უფრო მაშტაბური და ფერადოვანი იყო, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ხალხისგან ბევრი პოზიტივი მოდიოდა.”

ღონისძიების ფარგლებში ცენტრალური ბაღის, მერიისა და ძველი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობა გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა გამვლელებს ”სიკეთის კამფეტები” და თაბახის ფურცლებზე დატანილი ”კეთილი სურვილები დაურიგეს. აქციის დასასრულს კი ”მირზაანის” უკანა ტერიტორიაზე ” სიკეთის ხე” დარგეს.

”ასეთი დღეები ხშირად უნდა აღინიშნებოდეს ჩვენს ქალაქში, რადგან ვფიქრობ, რომ ის ემოცია და სითბო, რომელსაც გადმოგვცემდნენ აქციის მონაწილეები, მთელს ქალაქს მოედო და მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, დღევანდელი აქციის მონაწილე ვყოფილიყავი, დღეს ქუთაისი ნამდვილად დაავადდა ”სიკეთის ეპიდემიით”-განაცხადა "P.S"-თან საუბრის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ, თიესა მორჩაძემ.

სიკეთის კეთებისკენ მოწოდების აქცია 2010 წლიდან უკრაინული ორგანიზაციის ”სიკეთის ეპიდემიის” ორგანიზებით ხორციელდება და უკვე მეორე წელია, აღნიშნულ აქციას საქართველოშიც უერთდებიან.

ლევან ფანცხავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია