დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელები შორს ვანოსგან!
2013/02/13 16:22:57

ამ წუთებში ქუთაისის საოლქო პროკურატურის წინ ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია მინდინარეობს. აქციის მონაწილეები შემდეგი ლოზუნგებით არიან მოსულები: „ვგმობთ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“, „არა პლიტიკურ ძალადობას“, „ხელები შორს ვანოსგან“. 

„მე ვგმობ ძალადობას და უმცირესობის წარმომადგენლების მუდმივ დაკითხვებს. ჩემი აზრით, ეს ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობაა“. – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ელისო კეთილაძე.

აქციაზე, საზოგადოების წევრებთან ერთად, უმცირესობის ლიდერებიც გამოჩნდნენ.

„ეს არის პოლიტიკური რეპრესიები. აბსურდული ბრალდებებით ხდება ივანიშვილის დაბარება დაკითხვაზე. ცხადია, რომ ეს არის ხელისუფლების წარმოდგენა კოჰაბიტაციაზე, ისინი ასე ექცევიან საწინააღმდეგო აზრის მქონე პოლიტიკურ ოპონენტებს,“ - ამბობს პარლამენტარი გიორგი თევდორაძე.

პროკურატურაში ყოფილი მინისტრების დაბარების ფაქტი დაგმო იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემაც.

„უკვე ირონიულიც გახდა ეს პროკურატურაში დაბარებები. ხელისუფლება, რომელიც დაკავებული უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნით, ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაბარებითაა დაკავებული. დიახ, ჩვენ ვასაქმებდით ადამიანებს და კიდევ გავაგრძელებთ ამ პროცესს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ“. - განაცხადა ბალავაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე სამი საათია მინდინარეობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრისა და ამჟამად კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვა.

ამ წუთებში კი ქუთაისის სოლქო პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის გამოჩენას ელოდებიან.

 

ნათია მატარაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1929
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია