დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა მოინახულა.
2013/02/12 19:37:55

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა მოინახულა. მინისტრი ჯარისკაცების ფიზიკური მომზადების ხარისხს გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობებიც დაათვალიერა. როგორც ადგილზე გაირკვა, არსებული პირობები საქართველოშო ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადის ჯარისკაცებისთვის სრულიად შეუფერებელია.

 „საბრძოლო სული, ფიზიკური მომზადება აქ უმაღლეს ხარიხშია აყვანილი. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სწორედ აქედან იგზავნებიან ის ბიჭები ავღანეთში, რომლებიც იცავენ ჩვენს საერთაშორისო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ მათი ასეთ პირობებში ცხოვრება სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 მინისტრის თქმით უკვე შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა თავდაცვის სამინიტროს შიდა ინფრასრტრუქტურა.  ალასანიას განცხადებით, სამინისტროში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა მათ წინა ხელისუფლებამ. „თავდაცვის სამინისტროში არ იყო არანაირი კონტროლის მექანიზმები, ასევე - სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები, რამაც საშუალება მისცა რომ ის დიდი თანხა, რომელიც დაიხარჯა თავდაცვის უწყებაზე,რეალურად არ მოხმარდა ჯარს. ბოლო წლების განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტია დახარჯული თავდაცვაზე. ეს ყველაფერი იცვლება, მაგრამ ეს არ მოხდება ერთ დღეში. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა შეირაღებული ძალების ტრანსფორმაციისთვის. გასულ პერიოდში რაც კარგი გაკეთდა, ამას შევინარჩუნებთ, მაგრამ ის, რაც  აქ ვნახეთ და საერთოდ, რა მდგომარეობაშიც არის თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურა, ამაზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას ეკისრება.“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.  მაგრამ, მისივე თქმით, ახლა მათი მთავარი ამოცანაა, სასწრაფოდ შეცვალონ არსებული რეალობა უკეთესობისკენ. ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ გეგმას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარუდგენენ საქართველოს პრემიერ-მინიტრს. თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა, ასეთი მძიმე პირობების მიუხედავად, შენარჩუნებული საბრძოლო სულისთვის.

მე-3 ქვეითი ბრიგადის დათვალირების შემდეგ კომენტარი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გენერელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც გააკეთა.  „რა თქმა უნდა, ის პირობები, რომელიც დღეს ამ ბრიგადაში არსებობს, სრულიად მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. დღეს თუ ქართველი ხალხი ამაყობს რაიმეთი, ესენი არიან ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც მოღვაწეობენ ავღანეთში. მიუხედავად ყველა ამ პირობებისა, ჩვენი ჯარისკაცების სულიკვეთება ამაღლებულია და ისინი დღესაც მზად არიან, თავიანთი მისი შეასრულონ. ცუდი პირობები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მათ საბრძოლო მომზადებასა და მორალურ-ფსიქოლოგიურ მდომარეობაზეც. მინისტრის დღევნადელი ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ არსებული სიტუაცია გამოვასწოროთ. მთვარობამ უნდა მოიძიოს თანხები შიდა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად“.

ირაკლი ალასანია ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის მონახულების შემდეგ სენაკში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი ქვეითი დანაყოფების მონიტორინგს დღეს დაასრულებს. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია