დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოვაჭრეები გარე ვაჭრობის წინააღმდეგ
2013/02/12 20:09:15

დღეს ჭავჭავაძის ქუჩაზე დახურული ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობის გამო მათ მუშაობა აღარ აქვთ, შესაბამისადე.წ. დახლის გადასახადს ვეღარ იხდიან. დახურული ბაზრობის მოვაჭრეებმა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის წინ აქციის გამართვით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერიის წარმომადგენელი შეხვდა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის , ვალერი თევდორაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებისთვის რეაგირებისა და საჯარიმო სანქციების გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ. ადგილობრივი თვითმართველობა კი მხოლოდ შენიშვნითა და მითითებით შემოიფარგლება.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია