დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცესკო ღია წერილით მიმართავს ხელისუფლებას და მთავარ პროკურორს
2013/02/06 13:04:43

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასლი გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს. გთავაზობთ ამ წერილს სრულად.

”ბატონებო,

მოგმართავთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 29 იანვარს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, მიიღო კანონი, რომელიც არსებითად ცვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების ვადას. დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, კანონი მიღებულ იქნა ნაჩქარევად, საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე.

ასევე, ჩვენთვის ცნობლი გახდა, რომ კანონის მიღებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა განახორციელა ზეწოლა და შანტაჟი უსკო-ს წევრებზე, რათა მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ თანამდებობები. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთი პროცესი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას. მით უმეტეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე მხარეების მიერ დადებითად არის შეფასებული, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლამდე არ იმართება.

ზემოთთქმულთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ მოახდენთ აღნიშნული საკითხის შეფასებას და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას რათა არ განმეორდეს დემოკრატიული განვითარებისათვის ზიანის მომტანი ამგვარი პრეცენდენტი”.


პატივისცემით,

ზურაბ ხარატიშვილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია