დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის ქუთაისში გადატანა დეცენტრალიზაცია კიარა დეკონცენტრაციაა..
2013/02/01 23:10:45

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება 


მედია საშუალებებით გავრცელდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ბარამიძის კომენტარი საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. ბატონი ბარამიძე, ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. „ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლება უარს არ იტყვის საქართველოს რეგიონულ მოწყობაზე, რომელიც დეცენტრალიზაციის პრინციპს ეფუძნებოდა,“ - ნათქვამია გიორგი ბარამიძის კომენტრაში.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პარლამენტის ქუთაისში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში გადატანას საერთო ქვეყნის დეცენტრალიზაციასთან არსებითად არაფერი აქვს და ამგვარ პროცესს დეკონცენტრაცია ეწოდება.

რაც შეეხება რეალურ დეცენტრალიზაციას, სამწუხაროდ, დღემდე ქვეყნის არც ერთმა ხელისუფალმა არ იზრუნა ამ მიმართულებით რეალური რეფორმის გახორციელებაზე. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლებამ 2005 წელს მიიღო

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონი, რომლითაც სოფლების, დაბებისა და ქალაქების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააუქმა და მისი კონცენტრაცია რაიონის დონეზე მოახდინა.

ექს-ხელისუფლების მიერ გახორციელებულმა „რეფორმამ“ უფრო მეტად დააშორა ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ თვითმმართველობის ორგანოებს, რითაც, პრაქტიკულად, მთლიანად უარი თქვა ქვეყანაში თვითმმართველობის

გაძლიერებასა და ქვეყნის რეალურ დეცენტრალიზაციაზე.

მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე აპელირება ბატონი ბარამიძისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, როგორც მინიმუმ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. ჩვენს ხელისუფლებას აქვს მკაფიო ნება და ამბიცია,

რომ ქვეყანაში მართლაც მოხდეს რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება და დეცენტრალიზაციის პროცესის სწორად წარმართვა.

„ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად, მთავრობა გეგმავს თვითმმართველობის რეალური რეფორმის გახორციელებას, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელსაც დაევალა რეფორმის მომზადება, უკვე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფები, რომელიც, პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. გარდა ამისა, ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა მხარდაჭერითაც გახორციელდება აღნიშნული რეფორმა. 2013 წლის სამოქმედო გეგმაში დეტალურად გვაქვს გაწერილი რეფორმისთვის საჭირო თითოეული ნაბიჯი, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მკაფიო დეცენტრალიზაცია და ეფექტური თვითმმართველობის სისტემა მივიღოთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია