დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაატარებს პრეზიდენტი ჯიბით მძინარე გუბაზ სანიკიძის ფოტოს?
2013/01/30 23:33:05

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის  რეზიდენციაში ქუთაისის იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც „ნაციონალების“თანამოაზრეებად ითვლებიან.

თავდაპირველად, პრეზიდენტმა ქუთაისელებს ჩაძინებული კაცის გადიდებული ფოტო უჩვენა და გამოცანა შესთავაზა: აბა, თუ იცით, ვინ არის ამ ფოტოზეო. და ვიდრე ქუთაისელები ამოიცნობდნენ, თავადვე უპასუხა: ესაა თქვენი მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძეო... და სანამ სანიკიძეს ძინავს, ქუთაისელებს პარლამენტს ართმევენო...

ამ შესავლის შემდეგ პრეზიდენტმა საუბარი მთავრობისა და პარლამენტის მიმართ არსებული უკმაყოფილებით გააგრძელა, რაც ამინისტიის ამოქმედებასა და კანონიერი ქურდების გათავისუფლებას შეეხებოდა.

პრეზიდენტის განცხადებით,  უახლოეს დღეებში კიდევ 20 “კანონიერი ქურდი” გათავისუფლდება.“გუშინ თუ დღეს რამდენიმე კანონიერი ქურდი გამოუშვეს. ეს არის ელგუჯა დიღმელაშვილი, გიორგი კარანაძე, რევაზ ესკურაი, ბესო პაპიაშვილი, ძოწენიძე, დარახველიძე. უახლოს დღეებში კიდევ 20 გამოდის. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, თუ როგორ გამოეხმაურნენ ამ ფაქტს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. რეაქცია არის ასეთი, რომ მოხდა რაღაც მოვლენა, ესენი გამოვიდნენ. დიდი ამბავი, ამნისტიამ გამოუშვა, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. თქვენ ალბათ, გახსოვთ ნიაზ დიასამიძის სიმღერა “ავაშენებთ სახლს”, სულ ეს კლიპი მახსენდება, რომ ნელა აგურ-აგურ იდება და საქართველო მაინც შენდება. ეს ეხლა რომ გადავახვიოთ უკან, დაახლოებით, ასეთი სურათის წარმოდგენა გვაქვს დღეს ჩვენ. ჩვენ ისტორიას უკან ვახვევთ და 1990-იან წლებში მივდივართ. ამ წლებში ჩვენთვის დამახასიათებელი ყველაზე დიდი თვისება იყო პასუხისმგებლობის არქონა, ერთმანეთზე გადაბრალება. ამნისტიის სია ზუსტად იმ ხალხმა შემოიტანა, რომლებმაც 1990-იანი წლების დასაწყისში მხედრიონის მითითებით საქართველოში ბანდიტები გამოუშვეს. მე ეს სურათები კარგად მახსოვს – გაუბედურებული თბილისი, ქუთაისი, საქართველო, სამოქალაქო ომი. მე არავის შეშინება არ მინდა. ეს მეც ძალიან მაწუხებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს ხალხი – კანონიერი ქურდები არღვევენ ჩვენი საზოგადოების ფაბრიკას, მასალა, რომლისგანაც ჩვენ ვართ აგებული. ეს ხალხი ისევ ჩვენს ეზოებში შევა, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან. ჩვენ ამ 7-8 წლის განმავლობაში ისეთი პირობები დავამყარეთ, რომ მათ არ ესმით, რა არის ქურდი. ჩვენს ახალგაზრდობას არ ესმის, რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა, არ ესმით, რას ნიშნავს დანაშაულის დომინაცია. ახლა ამბობენ, რომ არაუშავს, გამოვუშვებთ და უცხოეთში წავლენო. თქვენ გგონიათ, რომ უცხოური ქვეყნები ამისთვის ფულს გადაგვიხდიან? მეტი საქმე არ აქვთ, რომ ესენი თავიანთ ქვეყნებში შეუშვან. თავს ნუ ისულელებთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე პრეზიდენტის თქმით, ათწლეულების განმავლობაში მრავალ თაობას “პაწაწინა გრეჩიხუნებმა” გაუმწარეს ცხოვრება .

“საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, რომ “პაწაწინა გრეჩიხუნას” პასუხი არ უნდა ვაგებინოთ. დიდი ამბავი, ტელეკამერების წინ ვიღაცას ყელი გამოჭრა. უნდა ვაგებინოთ პასუხი გუბერნატორის იმ მოადგილეს, რომელმაც კახეთი სტიქიის შემდეგ 6 კვირაში აღადგინა. ის უნდა ჩავსვათ ციხეში, რადგან საკუთარ იდეალებს არ უღალატა. ქუთაისიდან პარლამენტია გადასატანი, უმრავლესობას ხმები არ ჰყოფნის. კახეთის ყოფილი გუბარნატორი ღვინიაშვილია დასაშინებელი. როგორ დავაშინოთ? მოდი, ღვინიაშვილს ხელები გადავუგრიხოთ. ხომ ვერ ეტყვიან პრემიერ-მინისტრს რომ ხმები და კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვთ. პარლამენტის წევრები დააშინეს, ოჯახის წევრები დაუჭირეს. და მაინც არ აძლევენ ხმას ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას და სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამას პრემიერ-მინისტრს ვერ ეუბნებიან, დაჭერები და დაშინებები უნდა გააგრძელონ, “პაწაწინა გრეჩიხუნა” კი გარეთ უნდა იყოს. ამ “პაწაწინა გრეჩიხუნებმა” ათწლეულების განმავლობაში გაუმწარეს მრავალ თაობას ცხოვრება და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ეს არის დღეს რისი დამკვიდრებაც ხელახლა ხდება – უპასუხისმგებლობის, განუკითხაობის, უსამართლობის სინდრომის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ქუთაისელებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა პარლამენტის ქუთაისში შენარჩუნების აუცილებლობაზე და მოუწოდა მათ, რომ ხელი შეუშალონ მის თბილისში დაბრუნებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია