დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დეპუტატობის კანდიდატთა წინასაპარლამენტო შთაბეჭდილებები ქუთაისში
2012/10/20 19:36:08

21 ოქტომბერს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ქუთაისში უკვე ჩავიდნენ. ხოლო ნაციონალების წარმომადგენლები ხვალ დილით ჩავლენ.

პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ აქ არსებულ მდგომარეობას, დამონტაჟებული აპარატის მუშაობის სპეციფიკას და ყველა იმ საკითხს, რაც ხვალინდელი სესიის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. დაათვალიერეს პლენარულ სხდომათა დარბაზი.
 კოალიციის ერთ-ერთმი ლიდერის, მანანა კობახიძის  განცხადებით, ხვალინდელ სესიაზე აირჩევიან ის თანამდებობის პირები, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. 
მისივე თქმით, შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს ორი პლენარული სხდომაც. რომელთა  დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება მთავრობის დაკომპლექტება და ასევე ახალი სახალხო დამცველის არჩევა, რადგან ხვალ იწურება ვადა, რაც სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მისი შემცვლელის წარდგენისთვის კანონით არის განსაზღვრული. 

  •  

პარლამენტის შენობაში მყოფმა უმრავლესობის დეპუტატებმა თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს ჟურნალისტებს, პარლამენტის სამომავლო საქმიანობასთან დაკაცშირებით.

 დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი აბსოლუტურად გამორჩეული იქნება. 
"მე ვფიქრობ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ყველა იმ საკანონმდებლო ორგანოსგან, რაც აქამდე გვქონია. ჩვენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მთელი საზოგადოება ვნახავთ, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მრავალპარტიული სისტემა, სადაც ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ და ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის შედეგია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

  •  

„საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინასაარჩევნოდ ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება რეალიზებული იყოს", - ამის შესახებ  ჟურნალისტებს კოალიცია ქართული ოცნების ფოთის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ თვალსაზრისით ფიქრობს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ყველაზე საინტერესო იქნება. 
"დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ყველაზე საინტერესო პარლამენტი, იმიტომ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იძლევა შესაძლებლობებს, ყველა ის დაპირება რომელიც ხალხს წინასაარჩევნოდ მივეცით, რეალიზებული იყოს და ხვალინდელმა სხდომამ ჩაიაროს რაც შეიძლება ორგანიზებულად. ხვალიდან გვექნება ახალი საკანონმდებლო ორგანო, მომავალი კვირიდან კი გვეყოლება ახალი მთავრობა".

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატი დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სამომავლოდ რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნას.  "აქ შეიძლება იყოს უნივერსიტეტი ან სხვა რაიმე ამ ტიპის დაწესებულება. პარლამენტი უნდა იყოს იქ, სადაც არის ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, მთავრობა, საელჩოები და ა.შ.", - განუცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს.  

რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ როდისთვის იგეგმება პარლამენტის ქუთაისიდან ისევ დედაქალაქში დაბრუნება, საგანელიძის თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის აღდგება პარლამენტის ძველი შენობა, "რომელიც ბარბაროსულად გაანადგურეს". 
ამასთან, საგანელიძემ ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის ძალიან საინტერესოდ წარმოუდგენია, თუმცა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურ ოპოზიციონერობას აპირებს, მისთვის მხოლოდ სასაცილოა. 
"ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება ძლიერი და კარგი ოპოზიცია იმის გათვალისწინებით, რომ ის ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია", - აღნიშნა საგანელიძემ.~

  •  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანას მხარს არ დაუჭერენ. 
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარლამენტის ქუთაისში გადატანა არ უკავშირდებოდა რაიმე გეოგრაფიულ ახირებას, ეს იყო იდეა, რომელიც დღემდე რჩება ძალაში.
"ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი ქუთაისში ყოფილიყო და ეს არ უკავშირდებოდა რაიმე სახის გეოგრაფიულ ახირებას. ეს იყო იდეა, რომელიც დღემდე რჩება ძალაში. ეს არის იდეა, რომელიც მიგვაჩნია, რომ კარგია ქუთაისისთვის და იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

  •  

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი, გიგა ბუკია და ირაკლი ჩიქოვანი უხელმძღვანელებენ. 
უმრავლესობის ფარგლებში ოთხი საპარლამენტო ფრაქცია ჩამოყალიბდება. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი იქნება. ფრაქციას "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები" სათავეში დავით ბერძენიშვილი ჩაუდგება, გიგა ბუკია ფრაქცია "ქართული ოცნება – კონსერვატორების" თავმჯდომარე იქნება, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალ დემოკრატებს" ირაკლი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. ფრაქციების ფორმირება

  •  

საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში კი 3 ფრაქციის ფორმირება მოხდება. ყველაზე მრავალმანდატიანი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება , რომელშიც პარტიული სიით გასული დეპუტატები და რამდენიმე მაჟორიტარი გაერთიანდება. მას გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს. უმცირესობის ფარგლებში შეიქმნება ასევე ორი მცირერიცხოვანი, მაჟორიტარებისგან შემდგარი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები" და "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები". პირველს სათავეში წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული აკაკი ბობოხიძე ჩაუდგება, მეორეს კი - ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე. 
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, პარლამენტის სპიკერატში კი მათი კვოტით გიორგი ბარამიძეს წარადგენენ. ამასთან, უმცირესობას თავმჯდომარის მოადგილე ყველა საპარლამენტო კომიტეტში ეყოლება.

 

  •  

 

და ბოლოს, ქუთაისში, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც ელოდებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია