დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობების საჯარო მოსამსახურეებს პრეზიდენტმა ხელფასები გაუზარდა
2012/10/15 22:30:34

”ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” პრეზიდენტის ბრძანებულებაში ცვლილებები განხორციელდა, რომელიც უკვე ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა და ის უკვე ძალაშია. 

ცვლილებები ითვალისწინებს, რომ თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. ცვლილება თბილისისა და ბათუმის გარდა, ყველა თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება. 
თვითმმართველ ქალაქებში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის და მერის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი 2480 ლარით იყო განსაზღვრული, ახლა ხელფასები 2750 ლარი ხდება. რაც შეეხება სხვა საჯარო მოხელეთა აქამდე არსებულ და ახალ თანამდებობრივ სარგოებს, სურათი ასეთია: ბოლო მონაცემებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი იყო -1500 ლარი, გახდა - 2150 ლარი; მერის მოადგილისა იყო - 1250, გახდა - 2050; სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის იყო - 900 ლარი, გახდა - 1490 ლარი; თვითმმართველი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი იყო - 800 ლარი, გახდა - 1250 ლარი; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის იყო - 710 ლარი, გახდა - 1000 ლარი; სამსახურის უფროსის მოადგილის, მერის თანაშემწის, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგო იყო - 550, გახდა - 800 ლარი; უმცროსი საჯარო თანამდებობის პირის იყო - 480 ლარი, გახდა - 580 ლარი. 
რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის გადაწვეტილებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმსარულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებზე აისახა: - მუნიციპალურ ერთეულებში საკრებულოს თავმჯდომარეებისთვის და გამგებლებისთვის განსაზღვრული 2360-2360 ლარიანი ანაზღაურება, 2650 ლარი გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის დადგენილი 1100-ლარიანი თანამდებობრივი სარგო 1900 ლარი გახდა; გამგებლის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი აქამდე 900 ლარით იყო განსაზღვრული და ის ახლა 1500 ლარია; სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის იყო 700 ლარი, გახდა - 1290 ლარი; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯომარის 650-ლარიანი თანამდებობრივი სარგო 1050 ლარამდე გაიზარდა; გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის 500 ლარიანი ანაზღაურება 810 ლარი გახდა; გამგებლის თანაშემწისთვის, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირისთვის დადგენილი 450-ლარიანი შრომითი ანაზღაურება 790 ლარამდე გაიზარდა; ცვლილება ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა უმცროს საჯარო თანამდებობის პირთა შრომით ანაზღაურებასაც შეეხო და მათი 420-ლარიანი ხელფასები 560 ლარამდე გაიზარდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია