დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტით ევროკავშირი შეშფოთებულია
2012/08/11 19:57:19

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ქართული საინფორმაციო პორტალების ინფორმაციით, შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ცხინვალის რეგიონში ჩასვლის გამო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, შემდეგ განცხადებას ავრცელებს: "საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, სულ ახლახანს, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონს ეწვია. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არ შეესაბამება. წარმომადგენლობა, კიდევ ერთხელ, გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ამ მიმართულებით ძალისხმევა გამოიჩინონ"- ნათქვამია განცხადებაში.

მედვედევის ცხინვალში სტუმრობა, თავის მხრივ, დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ, როგორც ის მიიჩნევს, ეს მოქმედება საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევით განხორციელდა.

მედვედევმა , ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარი "რია ნოვოსტის" "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა.

"რუსეთის პრემიერი ეწვია სუვერენულ სახელმწიფოს - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, შეხვდა მის ხელმძღვანელობას, განიხილა ერთობლივი პროექტები. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი რუკაზე ოთხი წლის წინ, დიდწილად, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, გაჩნდა და ეს მოღვაწეები ცხოვრებას ნუ გვასწავლიან" - წერს მედვედევი საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

დიმიტრი მედვედევი ცხინვალში 8 აგვისტოს იმყოფებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია