დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილმა პრემიები ქუთაისში გადასცა
2012/06/06 18:11:04

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისის მთავრობის სახლში ხელოვნებისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა მათ შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები გადასცა ხელოვნების, ლექსიკოგრაფიის, ტექნიკური მეცნიერებებისა და მედიცინის დარგში.
„ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებიც თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალები ბრძანდებით,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრემია 40-მდე ხელოვნებისა და მეცნიერების მუშაკს გადაეცა.
„ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯილდო გადმომეცა, ეს იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებას იმედები არ გავუცრუო,“ - განაცხადა მუსიკოსმა, პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა.
საქართველოს ეროვნული პრემია წლების მანძილზე სახელმწიფო პრემიის სახელწოდებით არსებობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია