დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციონერი მაგნატის პრესკონფერენცია
2011/11/18 01:08:16

ოპოზიციონერი მაგნატი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს  საკუთარ ბიზნესცნეტრში შეხვდა. პრესკონფერენცია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ქართველმა მილიარდელმა რეგიონულ მედიასთან  სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე,  დასაქმების პრობლემაზე და რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობებზე და ნატოზე.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ვერ მოხდება ხანმოკლე დროში, თუმცა გამორიცხული არაფერია. „ეს პროცესი იქნება ძალიან რთული. ეს შეიძლება ვერ მოხდება ხანმოკლე დროში, თუმცა არაფერი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ის კრიზისები რომელიც არსებობს, გეოპოლიტიკაში დიდ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანოს;  ამისთვის უნდა დაიწყოს ოსების და აფხაზების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, ასევე რუსეთთან სიტუაციის დალაგების დაწყება."

რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემას, ბატონი ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნატოს ალტერნატივა არ აქვს და მეც იქ ვარ, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის და ამაზე ოდესღაც არჩევანი გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ.“  მისივე თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მას არ სჯერა, რომ „უახლოეს მომავალში ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ნატოში.“

რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ბიზნესმენი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც შეეხო. „მოხარული ვარ, რომ ევროსაბჭოში ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ. მე იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო აქტიურად ჩაერთვება ამ საკითხში. ასევე აღსანიშნავია საქართველოს მოსახლეობის გააქტიურება, რაც გამოიხატება ხელმოწერების შეგროვებაში და სხვა სახის მხარდაჭერაში. ორი მხრიდან ვაიძულებთ, სააკაშვილს, რომ დაბრუნდეს კანონის სივრცეში და აღმიდგინოს მოქალაქეობა", - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდება აღუდგინოს მას მოქალაქეობა, ხოლო  თუ ასე არ მოხდა, არც ეს იქნება დიდი პრობლემა – მისი გუნდი ჩამოაყალიბებს პარტიას, რომლებიც შეძლებენ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად, მოვიდნენ ხელისუფლებაში. „ეს 1 ან 2 პროცენტით შეცვლის მდგომარეობას. ჩამოვაყალიბებთ პარტიას და შედეგს მაინც მივიღებთ. დეპორტაციაც არაფერს მისცემს სააკაშვილსა და მის გუნდს“ – განაცადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიზნესმენი  საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანასაც   შეეხო. მისი შეფასებით, ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მენეჯმენტი არ იცის. „ქუთაისის სტატუსს რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი გაუგებარია სააკაშვილი მენეჯმენტში. ის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს აბსოლიტურად გაუგებრად და გაუცნობიერებლად. ქუთაისს როგორ განავითარებს პარლამენტი, ამას საპირისპირო შედეგები ექნება. არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება ესეთი ცენტრალიზებული ორგანოების რეგიონებში გადატანა. უნდა მოხდეს სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური გათვლებით რეგიონების განვითარება,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე, ქართველი მილიარდელის განცხადებით, პოლიტიკაში მოსვლის გამო, ის რუსეთში თავის ბიზნესს ჰყიდის და განზრახული აქვს ინვესტიციების სახით ფული საქართველოში დააბანდოს.

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის სხვა დეტალებზე გაზეთ „P.S.”(პოსტსკრიპტუმის) მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1900
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია