დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წარმატებული პროექტი ჟურნალისტებისათვის
2010/11/29 14:08:57

ქუთაისის მასმედიის წარმომადგენელთათვის მარტიდან ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო. პროექტის ავტორები და დამფინანსებლები არიან: British Council, BP Georgia, OSGF (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო), HSBC Bank Georgia.

 

პროექტი სულ საქართველოს ოთხ ქალაქში ხორციელდება: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალქალაქში.

25 ნოემბერს პროექტის ხელმძღვანელები: რუსუდან ტყემალაძე, ხატია ჯინჯიხაძე, თამილა ჩანტლაძე, მაკო ღოღობერიძე ქუთაისში იმყოფებოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ პროექტი განსაკუთრებული წარმატებით ქუთაისში მიმდინარეობს, ქალაქის მასმედიის წარმომადგენლები მთელი გულისყურით მოეკიდნენ ინგლისური ენის შესწავლას.

ქუთაისელ ჟურანლისტებს, რომლებიც მონდომებით სწავლობდნენ ინგლისურ ენას, სერთიფიკატები გადაეცათ. წარმატებულმა სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს პროექტის ავტორებსა და დამფინანსებლებს და პედაგოგებს მაია ალავიძესა და ნინო ნიჟარაძეს გაწეული კოლოსალური შრომისათვის. ასევე აღნიშნეს, რომ მოხარული იქნებიან, თუკი პროექტი მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

 

მარინე თვალთვაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია