დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
75 მილიონი ლარი იმერეთისთვის
2010/04/26 17:14:23

21 აპრილს ქუთაისს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე ესტუმრნენ. მათ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და იმერეთის მხარის რწმუნებულთან, ლაშა მაქაცარიასთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტების სამუშაოებზე ისაუბრეს.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე ეტაპზე იმერეთის რეგიონში 11 პროექტს ახორციელებს. აქედან რვა პროექტი ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას და ქალაქის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის 24 საათის განმავლობაში მიწოდებას ეხება. ერთი პროექტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კვალითის დასახლებაში, გზებისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციაა. ასევე მიმდინარე წლისათვის იგეგმება სოფელ სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ვანში - რუსთაველისა და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაცია. ამ პროექტების საერთო ბიუჯეტი, დაახლოებით, 31 მილიონი ლარია. დაფინანსების ძირითად წყაროებს კი საქართველოს მთავრობა, ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველო,“ აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიოს ბანკია.

2010 წელს რეგიონში 13 ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა საერთო ღირებულება 19 მილიონი ლარია. თუმცა ამავე ფონდმა გასულ წელს რეგიონის განვითარებისთვის 25 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის

მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის განცხადებით: „დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ, დეტალურად გადავხედავთ თითოეულ პროექტს, რის შემდეგაც 250 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება მთლიანად იმერეთის რეგიონში. ეს თანხა მოხმარდება როგორც გზების რეაბილიტაციას, ასევე ქუჩების განათებას. პარალელურად გაკეთდება ახალი ხიდები იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს, რადგან ამ გზების და ხიდების აშენებაზე და სხვა პროექტების განხორციელებაში ადგილობრივი მუშა-ხელი დასაქმდება, რაც მათ ოჯახებში დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. ამიტომ, სანამ მშენებლობების აქტიური სეზონი დაიწყება, მანამდე ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელებთან ერთად თითოეულ პროექტს დეტალურად კიდევ ერთხელ განვიხილავთ და შევათანხმებთ, რათა განხორციელების პერიოდში რაიმე ხარვეზი არ წარმოიშვას.“

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და იმერეთის მხარის რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ ზესტაფონში, სოფელ კვალითის დასახლებაში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული გზები და წყალმომარაგება-კანალიზაციის ქსელები და გზის საფარის აღდგენაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2010 წელს იმერეთში დაგეგმილი პროექტები, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება. იმერეთში 2009-2010 წლებში დაწყებული და დასაწყები სამუშაოების შესრულებისთვის საერთო ჯამში, 75 მილიონი ლარი დაიხარჯება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია