დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული და აზერბაიჯანული NGO-ები დამეგობრდნენ
2010/04/19 13:14:44

რამდენიმე დღის წინ ქართულ და აზერბაიჯანულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მიზნად სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობას ისახავს. ბაქოს არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიტყვის თავისუფლების დაცვის ფონდმა“ და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრმა მედიის სფეროში და საკანონმდებლო კუთხით მიმდინარე ცვლილებების გაცვლის მიზნით დადეს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.

როგორც ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე აცხადებს: „ასეთი ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება აზრთა გაზიარება საინტერესო და აქტუალურ თემებზე. მსჯელობის პერიოდში კი გამოვლინდება აქტიური საკითხები ორ ქვეყანას შორის და ყურადღება გამახვილდება სამოქალაქო საზოგადოების მეტად გააქტიურების კუთხით.“

ბაქოს „სიტყვის თავისუფლების დაცვის ფონდი“ და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი საერთო პროექტის განხორციელებასაც გეგმავს, რომელიც ამ ორი ქვეყნის მედიის და ადამიანის უფლებების დაცვის წარმომადგენლებს ურთიერთგაცვლის ინიციატივას შესთავაზებს. პროექტის ფარგლებში ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან არსებულ პრობლემებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია