დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფეთქებამ ტყიბულში 4 მეშახტე იმსხვერპლა
2010/03/03 12:24:40

დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მოხდა. ადგილზე დაიღუპა 4 ადამიანი, რომელთა ვინაობა უკვე ცნობილია -  67 წლის მიზდონ ონიანი; 54 წლის გიორგი ბრეგაძე; 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი. 37 წლის ბესო ზოსიაშვილი კი მძიმე ტრამვებით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინ ის ცენტრშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია.

მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევი კონკრეტული მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ მხარის გუბერნატორი ვალერი მაქაცარია და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი.

როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმსარულებელმა დირექტორმა, ზაზა სადუნიშვილმა განაცხადა, აფეთქების კონკრეტული მიზეზები სპეციალური კომისიის მუშაობისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მისივე ინფორმაციით, „ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლები ამ დროისთვის მაღაროში ჩადიან, რათა ვითარებას ადგილზე გაეცნონ.

კომპანია „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელია, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპნიაა.

„საქნახშირის“ ძირითადი საქმიანობის სფეროა ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირის გამდიდრება და რეალიზაცია.
„ინდუსტრიული ჯგუფის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “საქნახშირი” ტყიბულის მაღაროებში  2006 წლიდან საქმიანობს. მან მუშაობის პირველ წლებში მაღაროების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა  და მომზადების მიზნით ინვესტირება განახორციელ ა.
საექსპლუატაციოდ მომზადდა მინდელის სახელობის მაღაროზე 3 ნახშირმომპოვებელი უბანი, ძიძიგურის სახელობის მაღაროზე კი -  ერთი ნახშირმომპოვებელი უბანი.

„საქართველოს საქნახშირი“ ტყიბული-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირების საბადოებზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო 4 მარტი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია