დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეთნიკურ უმცირესობათათვის კომუნიკაციის საშუალება რუსული ენაა
2009/11/23 14:23:19

დაახლოებით შვი­დი წლის წინ სტუ­დენ­ტუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ით ას­პინ­ძა­ში ვიყავი. მა­შინ იქ ნი­ნოწ­მინ­დის გა­ნათ­ლების განყოფი­ლების გამ­გე ის­ვე­ნებდა. სამ­წუხაროდ, მი­სი სახელი და გვა­რი არ მახსოვს. თუმ­ცა, ის ფაქ­ტი, რომ ეთ­ნი­კუ­რად სო­მეხი საჯარო მოხელე ქარ­თუ­ლად სა­ერ­თოდ ვერ საუბრობდა. ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტების­თვის მო­­ლოდ­ნე­ლიც იყო და გა­მა­ოგ­ნებელიც. პი­რა­დად მე მა­შინ შე­ვიტყვე, რომ ნი­ნოწ­მინ­და­ში გა­მო­ნაკ­ლი­სი მხოლოდ ეს ბატო­ნი არ იყო...

ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სობების­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ხელის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი მა­ინც სა­ერ­თო ენის არარ­სებობაა. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაიბად­ნენ და გა­ი­ზარ­დნენ, უმ­ცი­რე­სობების დიდ­მა ნა­წილ­მა ქარ­თუ­ლი ენა არ იცის. საბჭო­თა კავ­ში­რის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რები სხვა­დასხვა ეროვ­ნების­თვის გა­სა­გები, სა­ერ­თო ენის ფუნ­ქცი­ას რუ­სუ­ლი ას­რუ­ლებდა და საბჭო­თა რეს­პუბლი­კებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას უზ­რუნ­ველყოფ­და. ამან, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ა­ნე­იტ­რა­ლა სახელ­მწი­ფო ენის შეს­წავ­ლის აუ­ცი­ლებლობა, რო­მე­ლიც, სხვა რეს­პუბლი­კების­გან განსხვა­ვებით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოველ­თვის მხოლოდ ქარ­თუ­ლი იყო. ად­გი­ლობრივ კულ­ტუ­რა­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყობის ნაც­ვლად, სსრკ-ს პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნი ერ­თგუ­ლი საბჭო­თა მო­ქა­ლა­ქეების ჩა­მოყალიბება იყო. ამ ეპო­ქამ მემ­კვიდ­რეობად დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ერებს შო­რის და­ძაბული ურ­თი­ერ­თობა და­ტო­ვა. მა­შინ, რო­ცა უმ­ცი­რე­სობა თავს გა­რიყულად გრძნობს, უმ­რავ­ლე­სობას ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან, გან­სა­კუთ­რებით კი - ქარ­თულ ენას­თან ნაკ­ლები კავ­ში­რის მქო­ნე, კომ­პაქ­ტუ­რად მცხოვ­რები ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სობების ში­ში აქვს.

ენის სა­კითხი კი­დევ უფ­რო პრობლე­მა­ტუ­რი გახდა 1991 წლის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ენის რო­ლის დაკ­ნი­ნების გა­მო. მა­შინ, რო­ცა უფ­როს თაობას რუ­სუ­ლის გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა მა­ინც აქვს, და­მო­უ­კი­დებელ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბადებული თაობა რუ­სულს აღარ სწავ­ლობს. ამ ენის უცო­დინ­რობა თა­ნაბრა­დაა გავ­რცე­ლებული რო­გორც ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სობებს, ისე ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებს შო­რის. ამან კი ამ ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფების და­მა­კავ­ში­რებელი ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლების გა­ნად­გუ­რება გა­მო­იწ­ვია. დღემ­დე არ მომხდა­რა რუ­სუ­ლის ჩა­ნაც­ვლება ახალი სა­ერ­თო ენით, რაც, ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რად, ქარ­თუ­ლი უნ­და ყოფი­ლიყო.

მესხეთ-ჯავახეთ­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ სომხებს ქარ­თუ­ლის სწავ­ლების სურ­ვი­ლი აქვთ. ისიც კარ­გად აქვთ გა­აზ­რებული, რომ თუ უნ­დათ, იმ ქვეყანა­ში, სა­დაც ცხოვ­რობენ, საჯარო მოხელის კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თონ, სახელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა სა­ვალ­დებულოა.  

საბჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დგომ, ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სობებს გა­უ­ჭირ­დათ და­მო­უ­კი­დებელი სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რებაში ინ­ტეგ­რი­რება ქარ­თუ­ლი ენის არ­ცოდ­ნის გა­მო, რო­მე­ლიც გახდა ერ­თა­დერ­თი სახელ­მწი­ფო ენა. 2002 წლის მო­ნა­ცე­მებით, ქარ­თულ ენა­ზე გა­მარ­თუ­ლად საუბრობენ, ძი­რი­თა­დად, დე­და­ქა­ლაქ­სა და შე­რე­უ­ლი მო­სახლეობის მქო­ნე რე­გი­ო­ნებში მცხოვ­რები უმ­ცი­რე­სობები, ხოლო შო­რე­ულ მო­ნო­ეთ­ნი­კურ რე­გი­ო­ნებში ქარ­თუ­ლის ფლობის დო­ნე ძა­ლი­ან დაბალია. უმ­ცი­რე­სობის სა­კითხთა ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის მი­ერ 2008 წლის მა­ის­ში ჩა­ტა­რებული კვლე­ვის შე­დე­გად, რომ­ლის დრო­საც სამცხე-ჯავახეთი­სა და ქვე­მო ქარ­თლის რვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან 1699 ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სობის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­ი­კითხა, დად­გინ­და, რომ მხოლოდ ბორჯომი­სა და ახალ­ციხის რა­ი­ო­ნებში (სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლების რა­ო­დე­ნობა მე­ტია), 10%-ზე მე­ტი ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სობა საუბრობს სრულყოფი­ლად ქარ­თულ ენა­ზე. 2009 წლის ჯონათ უილ­თის მოხსე­ნების მიხედ­ვით, ახალ­ციხეში ქარ­თუ­ლი მხოლოდ 6, 7 პრო­ცენ­ტმა არ იცის, ახალ­ქა­ლაქ­ში - 47,2%, ნი­ნოწ­მინ­და­ში - 28,2%. ახალ­ციხეში - ეს­მის, საუბრობს და წერს გა­მარ­თუ­ლად მხოლოდ 23%, ახალ­ქა­ლაქ­ში - 5%, ნი­ნოწ­მინ­და­ში - 3%.

და­მო­უ­კი­დებლობის მო­პო­ვების შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა საჯარო სკო­ლების საბჭო­უ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სხვა­დასხვა ენა­ზე სწავ­ლების შე­საძ­ლებლობას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სკო­ლის ასა­კის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეები შე­იძ­ლება შე­ვიდ­ნენ ქარ­თულ, რუ­სულ, სომხურ, ან აზერბაიჯანულ საჯარო სკო­ლებში. არ­სებობს შე­რე­უ­ლი სკო­ლებიც, სა­დაც ერთ სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე  ენის  „განყოფი­ლება“   ან    „სექ­ტო­რია“.  მა­გა­ლი­თად,  ქარ­თულ  სკო­ლას შე­იძ­ლება ჰქონ­დეს რუ­სუ­ლი სექ­ტო­რი, სა­დაც მოს­წავ­ლეებს რუ­სუ­ლად ას­წავ­ლი­ან. ეს სის­ტე­მა საკ­მა­რი­სად მრა­ვალ­რიცხოვა­ნი უმ­ცი­რე­სობების წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ა­ლებას აძ­ლევს, თა­ვი­ანთ მშობლი­ურ ენა­ზე მი­ი­ღონ სრუ­ლი დაწყებითი და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლება. სამ­წუხაროდ, ეს სკო­ლები ხში­რად ვერ პა­სუხობენ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლებას­თან მი­მარ­თებაში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-სა­გან­მა­ნათ­ლებლო მოთხოვ­ნი­ლებებს.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებში ქარ­თუ­ლის სწავ­ლება პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან იწყება. ახალ­ციხის ?3 სომხური საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი რობერტ მუ­რა­დი­ა­ნი ჩვენ­თან საუბარ­ში ამბობს:  „იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი კარ­გად ის­წავ­ლონ ამ სა­გან­ში ჯგუ­ფებს ვყოფთ.“  სკო­ლა­ში 5 სომხური ენის მას­წავ­ლებელი ჰყავთ და 9 - ქარ­თუ­ლის. ახალ­ციხეში ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებლების პრობლე­მა არ არის, მთა­ვა­რი აქ წიგ­ნებია.

რობერტ მუ­რა­დი­­ნი: „ად­რე წიგ­ნებს ერევ­ნი­დან გვაწ­ვდიდ­ნენ. ჩვენ, სომხებს, ძლი­ე­რი დი­ას­პო­რა გვყავს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობამ უკ­ვე აკ­რძა­ლა იქი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი წიგ­ნებით სწავ­ლება. არა­და, ახალი წიგ­ნებიც არა გვაქვს. შე­იძ­ლება, წიგ­ნი იყოს, მაგ­რამ ისე­თი ფა­სები აქვს, რომ მშობელი მის ყიდ­ვას ვერ ახერხებს, ერევ­ნი­დან კი სულ უფა­სოდ მოგ­ვდი­ო­და წიგ­ნები.“

ახალ­ციხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტების 10%-ია ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სობების წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ასო­ცი­რებული პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან გრძე­ლიშ­ვი­ლი ამბობს, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დებით არის მი­ღებული და, შე­საბამი­სად, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ში ბარი­ე­რიც აქვთ გა­და­ლახული. ამი­ტომ  მათ არც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და არც ქარ­თულ ენა­ზე გა­ნათ­ლების მი­ღების პრობლე­მა არა აქვთ.

ქალბატო­ნი ქე­თე­ვა­ნი იმ პროგ­რა­მებშიც იყო ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც სახელ­მწი­ფო ენის სწავ­ლების კუთხით ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სობების­თვის ხორ­ცი­ელ­დებოდა. 

„2000 წლი­დან და­იწყო სა­პარ­ლა­მენ­ტო პრო­ექ­ტი საჯარო მოხელეების­თვის. შე­ირ­ჩა 24 პე­და­გო­გი, აქე­დან ოთხიც - რე­ზერ­ვის­ტი. ეს კეთ­დებოდა იმის­თვის, რომ საჯარო სამ­სახურ­ში საქ­მის წარ­მოება ქარ­თუ­ლად წარ­მარ­თუ­ლიყო. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლეობდნენ ექი­მები, სკო­ლის დი­რექ­ტო­რები, გუბერ­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები. ახალ­ციხეში ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სობები ახერხებენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, მაგ­რამ არ იცოდ­ნენ ანბანი, კითხვა.

მე ვფიქ­რობ, რომ სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად არის იმის­თვის, რომ მათ ქარ­თუ­ლი შე­ის­წავ­ლონ. მთა­ვა­რია მო­ტი­ვა­ცია და სურ­ვი­ლი. მათ­თვის დაიბეჭ­და წიგ­ნები „თავ­თა­ვი“ I, II და III.

ახალ­ციხესა და ახალ­ქა­ლაქ­ში არ­სებობს „ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლების ცენ­ტრი“, სა­დაც ქარ­თუ­ლის სწავ­ლების პროგ­რა­მები იყო. ამ პროგ­რა­მების კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ახალ­ციხეში ნუგ­ზარ თა­თაშ­ვი­ლი ამბობს, რომ ახალ­ციხეში მოთხოვ­ნა ენის სწავ­ლებაზე დი­დად არ ყოფი­ლა, ახალ­ქა­ლაქ­ში კი - პი­რი­ქით. 

„რო­დე­საც ჯუფი შე­იქ­მნა, სხვა­დასხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნებმა კი მოგ­ვმარ­თეს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მა­ინც სტუ­დენ­ტები იყვნენ, რომ­ლებსაც ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დების­თვის ჭირ­დებოდათ ქარ­თულ­ში ცოდ­ნის გაღ­რმა­ვება. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, სი­მარ­თლე გითხრათ, მათ­გან და­ინ­ტე­რე­სება არ ყოფი­ლა.“ 

სექ­ტემბრის­თვის გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლების­თვის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებლის კონ­კურ­სი გა­მო­აცხადა. 1000 ლა­რის ანაზ­ღა­უ­რებით. თანხის სო­ლი­დუ­რობამ მსურ­ველ­თა დი­დი ნა­კა­დი გან­საზ­ღვრა. დღეს 50-მდე ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებელი ჯავახეთის სკო­ლებში მუ­შაობს - ნი­ნოწ­მინ­და­სა და ახალ­ქა­ლაქ­ში.

თუმ­ცა, ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი არ განხორცი­ე­ლებულა ახალ­ქა­ლა­ქის ხუთ სომხურ სო­ფელ­ში, სა­დაც, რო­გორც ქე­თე­ვან გრძე­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, გა­ცი­ლებით მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა.

ჯავახეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებლებს სხვა­დასხვა პრობლე­მა აქვთ, ანაზ­ღა­უ­რება სო­ლი­დუ­რი­ა, მაგ­რამ წიგ­ნებისა და ცნობიე­რების პრობლე­მა ჯერ ისე­ვაა. ყოფი­ლა ისე­თი შემთხვე­ვაც, რო­ცა სკო­ლებში ბავ­შვები მა­სობრი­ვად არ და­დი­ოდ­ნენ, მი­ზე­ზად კი უთ­ქვამთ, ახლა კარ­ტო­ფი­ლის აღების სე­ზო­ნია და არ­და­დე­გები გა­მო­ვაცხადე­თო.

მიუხედა­ვად სახელ­მწი­ფო პრო­ექ­ტებისა და პროგ­რა­მებისა, ქარ­თუ­ლის სწავ­ლების სა­კითხი, ჯერჯერობით, ისევ პრობლე­მაა. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლებად კი ისევ რუ­სუ­ლი რჩება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია