დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
45 000 ლარი სოციალური აგენტის თავისუფლებისათვის
2009/09/24 13:21:35

სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების ყველა თანამშრომელი დათხოვილია. გათავისუფლებული ცხრა თანამშრომლიდან ერთ-ერთის, სოციალური აგენტის ლელა მელაძის, მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.   საქართველოს გენპროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისაგან მიღებული ინფორმაციით, მან სახელმწიფოს  80000 ლარის ზარალი მიაყენა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მელაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. ზარალის ანაზღაუერების ანგარიშზე  სოციალურმა აგნეტმა 45000 ლარი შეიტანა. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, აპოლონ ფოჩხუას განცხადებით, დანარჩენი თანამშრომლები სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.  მისი თქმით, სოციალური აგენტები, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებში ვიზიტებს დაგვიანებით ახორციელებდნენ. წყალტუბოს სოციალურო მომსახურების სააგენტოს ფილიალში ადგილები ჯერ ისევ ვაკანტურია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია