დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმონეთში, მანველიძეებთან ერთად...
2009/09/21 12:45:04

11 სექ­ტემბერს და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­­მის ეზო­ში უჩ­ვე­­ლო ხალხმრავ­ლობა იყო. მწერ­ლის გა­ცოცხლებული პერ­სო­ნაჟების სა­ნახავად, სო­ფელ სი­მო­ნე­თის მო­სახლეობას­თან ერ­თად, სხვა­დასხვა რა­­­ნი­და­ნაც ჩა­მო­სუ­ლიყვნენ.

„მან­ვე­ლი­ძეების ოჯახის“ წევ­რებს ზეს­ტა­ფო­ნის უშან­გი ჩხეი­ძის სახელობის სახელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსახიობები ასახიე­რებდნენ: ნი­ნო აბესა­ძე, გვან­ცა და­დი­­ნი­ძე, ლი­კა კევ­ლიშ­ვი­ლი, ნი­ნო გო­შა­ძე, თე­­ნა ხუს­კი­ვა­ძე, გიო გლო­ვე­ლი და ბაა­დურ ტაბატა­ძე.

სპექ­ტაკ­ლის რეჟისო­რია მა­მუ­კა ცერ­ცვა­ძე, მხატ­ვა­რი ნა­თია ბერა­ძე, ლოტბარი ომარ გვე­ლე­სი­­ნი, ქო­რე­ოგ­რა­ფი და­ვით ბაქ­რა­ძე.

ინ­სცე­ნი­რების ავ­ტორ­მა, მწე­რალ­მა და დრა­მა­ტურ­გმა რე­ზო კლდი­აშ­ვილ­მა ჩვენ­თან საუბრი­სას აღ­ნიშ­ნა: „ეს პი­ე­სა და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ერ­თგვერ­დი­ა­ნი ეს­კი­ზის - „მან­ვე­ლი­ძეების ოჯახის“ მიხედ­ვით გა­ვა­კე­თე, რო­მელ­შიც, ფაქ­ტობრი­ვად, აკუ­მუ­ლი­რებულია მწერ­ლის მთე­ლი მსოფლმხედ­ვე­ლობა. ის პირ­ვე­ლად 2001 წელს მე­ტეხის თე­ატ­რში დად­გა სან­დრო მრევ­ლიშ­ვილ­მა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არის ამ სა­უ­კუ­ნის და ათას­წლე­უ­ლის პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტებული აღ­მოჩ­ნდა, რად­გან თე­ატ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დოებამ, თე­ატ­რის დღეს,  წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცის რო­ლის შემ­სრუ­ლებლის ტი­ტუ­ლი მი­ა­კუთ­ვნა როს­ტომ მან­ვე­ლი­ძის რო­ლის შემ­სრუ­ლებელს, აწ გან­სვე­ნებულ თე­მურ ნაც­ვლიშ­ვილს.

შე­სა­ნიშ­ნა­ვია თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ სპექ­ტაკ­ლი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის ეზო­ში გა­ი­მარ­თა და მას უშან­გი ჩხეი­ძის სახელობის ზეს­ტა­ფო­ნის სახელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსახიობები შე­სა­ნიშ­ნა­ვად თა­მა­შობდნენ. გან­სა­კუთ­რებით მინ­და აღ­ვნიშ­ნო როს­ტომ მან­ვე­ლი­ძის და და­თი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლებლები. მე დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ბედ­ნი­ე­რი მივ­დი­ვარ სი­მო­ნე­თი­დან“, - აღ­ნიშ­ნა რე­ზო კლდი­აშ­ვილ­მა.

თა­ვად მსახიობებს ამ, ცო­ტა არ იყოს, უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში, ღია ცის ქვეშ თა­მა­ში არ გას­ჭირ­ვებიათ, რად­გან იმ 18 დღის გან­მავ­ლობაში, რაც სპექ­ტაკ­ლის­თვის ემ­ზა­დებოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რებულ მხარ­და­ჭე­რას და სითბოს გრძნობდნენ სი­მო­ნე­თე­ლების­გან. რე­პე­ტი­ციებიც ყოველ­თვის მაყურებელ­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რეობდა.

„ეგ­ზო­ტი­კუ­რ გარემოში ვმუ­შაობდით, თუმ­ცა რთუ­ლი არა­ფე­რი ყოფი­ლა. კლდი­აშ­ვი­ლი არის ჩვე­ნი სისხლი და ხორ­ცი, ამის­თვის არა­ნა­ი­რი გარ­და­სახვა და რა­ღა­ცეების ძებნა არ გვჭირ­დებოდა, იმი­ტომ, რომ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში ჩვენ სულ აქ გვი­წევ­და ყოფ­ნა, სახლ-მუ­ზე­უ­მის ეზო­ში. სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმით, რომ ჩვენს კო­ლექ­ტივს ასე, თე­ატრს გა­რეთ, არა­სო­დეს უმუ­შა­ვია. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლობა მთელ სო­ფელს იმის­თვის, რაც გაგ­ვი­კე­თეს. დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით, სითბოთი და სიყვა­რუ­ლით გვექ­ცე­ოდ­ნენ“, - აღ­ნიშ­ნა და­თი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლებელ­მა, მსახიობმა ბად­რი ტაბატა­ძემ.

მაყურებელი, რო­მელ­საც უკ­ვე თით­ქმის და­ზე­პი­რებული ჰქონ­და დი­ა­ლო­გები, ოვა­ციებით ხვდებოდა თი­თო­ე­უ­ლი მსახიობის გა­მოს­ვლას. მოხარუ­ლები იყვნენ იმი­თაც, რომ და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ გაიხსე­ნეს.

„ვფიქ­რობ, ტრა­დი­ციების აღორ­ძი­ნება, წარ­სუ­ლის­კენ გა­დახედ­ვა, მუდ­მივ კავ­შირ­ზე მეტყვე­ლებს წარ­სულ­თან და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვალ­საც ახალ ცხოვ­რებას მის­ცემს. მიხარი­ა, რომ კლდი­აშ­ვი­ლის ცრემ­ლგა­რე­უ­ლი ირო­ნია მი­სი­ვე სახლ-მუ­ზე­უმ­ში ასე მშვე­ნივ­რად გა­ცოცხლდა“, - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერ­თმა მაყურებელ­მა გო­ჩა სხილა­ძემ.

სპექ­ტაკლს ხელოვ­ნებათ­მცოდ­ნეობის დოქ­ტო­რი გუბაზ მეგ­რე­ლი­ძეც ეს­წრებოდა. მან თა­ვი­სი შთაბეჭ­დი­ლება ასე გაგ­ვი­ზი­ა­რა: „ვფიქ­რობ, სპექ­ტაკ­ლმა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ძა­ლი­ან კო­ლო­რი­ტულ გა­რე­მო­ში წა­რი­მარ­თა, იმი­ტომ, რომ და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­წარ­მოებს თა­მა­შობდნენ მი­სი­ვე სახლ-მუ­ზე­უმ­ში. ეს არ არის ახალი ფორ­მა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ გა­რე­მო, სპექ­ტაკ­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად წა­ვი­და, თით­ქოს და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის სუ­ლი ტრი­ა­ლებს ამ აი­ვან­ზე და ეზო­ში.

სპექ­ტაკ­ლი ტო­ვებს ძა­ლი­ან კარგ შთაბეჭ­დი­ლებას. აქ არის ის სევ­და­ნა­რე­ვი იუ­მო­რი, რაც ახასი­ა­თებს და­ვით კლდი­აშ­ვილს და ეს კარ­გად მო­აქვთ მსახიობებს მაყურებელ­თან. ში­ნა­არ­სობრი­ვა­დაც კარ­გად არის დატ­ვირ­თუ­ლი. სიმ­ღე­რა­შიც, რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად, ჩხუბების დროს ას­რუ­ლებენ, კარ­გად ჩანს მა­თი განწყობა, ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დებულება, მის­წრა­ფებები... ის გა­რე­მო, რომ შინ ჩხუბია, გა­უ­გებრობა და გა­რეთ გა­მო­დი­ან მხია­რუ­ლები, - ესეც თა­ვი­სებურ გა­რე­მოს ქმნის და გმი­რების ში­ნა­გან ბუნებას ახასი­ა­თებს.

ვფიქ­რობ, თუ დამ­კვიდ­რდა სი­მო­ნეთ­ში და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­წარ­მოებების ფეს­ტი­ვა­ლი, თუ შე­იკ­რიბება სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა თე­ატ­რი, სა­დაც კლდი­აშ­ვი­ლი იდ­გმება (და მე არა მგო­ნია, ასე­თი თე­ატ­რი არ არ­სებობდეს), ეს იქ­ნება ძა­ლი­ან დი­დი ზე­ი­მი და პა­ტი­ვის­ცე­მა, რო­გორც მწერ­ლი­სად­მი, ასე­ვე, ეროვ­ნუ­ლი განწყობა გვექ­ნება ყვე­ლას და ყვე­ლა­ნი გა­ვიხარებთ და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის სამყარო­თი“.

...სპექ­ტაკ­ლის დაწყებამ­დე სახლ-მუ­ზე­უმ­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­მო­ირბინა თერჯოლის რეაბილი­ტი­რებული ცენ­ტრის სა­ზე­ი­მო გახსნა­ზე ჩა­მობრძა­ნებულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მელ­მაც ორი­ო­დე სიტყვი­თ მი­მარ­თა შეკ­რებილ სა­ზო­გა­დოებას, შემ­დეგ კი ჟურ­ნა­ლის­ტებთან და თანმხლებ ექ­სკორ­ტთან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია