დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სემინარი ეფექტური სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის შესახებ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებისათვის
2009/09/07 16:12:33

5-6 სექტემბერს წყნეთის სასწავლო-დასასვენებელ ბაზაზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ორგანიზებით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებითა და ”განათლების ინტერნაციონალის” მხარდაჭერით,  ორდღიანი სემინარი გაიმართა, რომელიც ეფექტური სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის საკითხების განხილვას მიეძღვნა.


სემინარი”ეფექტური კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების ხელშეწყობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის”  პროექტის ფარგლებში იმართება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 


ამჯერად სემინარში მონაწილეობდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს იმერეთის ტერიტორიული ერთეულის- საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების უფროსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპმთპ-ის  რეგიონალური და ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები.


მათ მიესალმა სპმთპ-ს პრეზიდენტი, ქალბატონი მანანა ღურჭუმალიძე, რომელმაც ხაზგასმით ისაუბრა კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოებისა და სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე. 


სემინარის მონაწილეებს პროფკავშირის არსსა და მიზანზე, პროფესიული კავშირის საქმიანობის მარეგულირებელ საერთაშორისო კანონმდებლობაზე ესაუბრა  აშშ-ს შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის ქართული პროგრამების დირექტორი, ბატონი რობერტ ფილდინგი.
სემინარს ორი დღის მანძილზე წარმართავდა სპმთპ-ს ვიცე პრეზიდენტი, ქალბატონი მაია ლიპარტელიანი, რომელიც თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებს სთავაზობდა მონაწილეებს და ისინი ერთობლივად მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა სახის პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ხელისუფლებისა და პროფკავშირის მხრიდან სოციალური პარტნიორობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.


 ორდღიანი სემინარის დასასრულს იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების, რესურს-ცენტრებისა და პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები  აღნიშნავდნენ, რომ ასეთ შეხვედრებზე ხდება გულახდილი საქმიანი საუბრები და  ურთიერთდაახლოება რაც განსაკუტრებულად მნიშვნელოვანია სამომავლოდ სოციალური პარტნიორობის გასაუმჯობესებლად.  


ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში სემინარების გამართვა  დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისათვის  და ის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია