დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზეთის №6 საჯარო სკოლა, შესაძლოა, შენობის გარეშე დარჩეს
2009/09/01 13:37:54

ქუთიასში, აფხაზეთის № 6 საჯარო სკოლას შენობის გარეშე დარჩენის საშიშროება ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება იმავე შენობაში მცხოვრები დევნილები გახდნენ, რომლებიც გაფართოებას სკოლის შენობის ხარჯზე აპირებენ. შესაბამისად თუ სკოლას შენობა არ ექნება, შეიძლება მისი დახურვის საკითხიც დადგეს. სკოლა ნიკეას ქუჩაზე, კულინარიული სასაწავლებლის ბოლო სართულზეა განათავსებული, სხვა სართულებზე კი იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

„დიდი ხანია, ვითხოვთ შენობას, მაგრამ ვერ მივიღეთ,“– აცხადებს სკოლის დირექტორი ნონა წოწონავა.  რეფორმის პირობებში მალე სკოლებს აკრედიტაციის პერიოდი დაუდგებათ, ამ ფართით კი დევნილ სკოლას აკრედიტაციის გავლა ნამდივლად გაუჭირდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი  დალი ხომერიკი სკოლას დახმარებას დაჰპირდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია