დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად ავაგოთ პარლამენტი?
2009/07/24 14:45:43

ქუთაისში პარლამენტის შენობისათვის საჭირო ტერიტორიას ხელისუფლება უკვე ეძებს. ოფიციალურად კი, ამაზე ჯერ არც საუბრობს ვინმე და ადგილიც არ შეურჩევიათ. არქიტექტორ რამაზ სალდაძეს  ქუთაისში პარლამანტის რაღაც ნაწილის გადმოტანის იდეა მართებულად მიაჩნია.  დავინტერესდით, თუ სად მოიაზრებდა ის პარლამენტის შენობისთვის შესაბამის ადგილს.

„თუ რაიმეს მოვტაცებთ თბილისს, კარგია. მე, როგორც არქიტექტორი, მივესალმები ამ წამლწყებას. რაც უფრო კარგი და ლამაზი შენობა დაამშვენებს ქუთაისს, მით კარგია. ეს ფაქტი აუცილებლად შეცვლის და განავითარებს ქალაქის ინფრასტრუქტურას, როგორც სამშენებლო-არქიტექტორული ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თბილისი უნდა განიტვირთოს. ქუთაისი გეოგრაფიულად მნიშვნელოვნად სტრატეგიული ქალაქია. რაც შეეხება ადგილს – თუ პარლამენტს ჰექტრობით ფართობი დასჭირდება, ვფიქრობ, გამარჯვების მემორიალი საამისოდ მშვენიერი ადგილი იქნება. ხოლო თუ 3-4  ჰექტარი დააკმაყოფილებს, მაშინ სარაჯიშვილის ქუჩაზე, ჰოსპიტალის ტერიტორიაზეც შეიძლება აშენდეს ახალი შენობა. მაგრამ შენობის ტიპი ადგილის მიხედვით უნდა განისაზღვროს. მემორიალთან ქალაქს ზეთანამედროვე შენობა დაამშვენებს, ხოლო ისტორიული ქუთაისის ძველ ნაწილში თანამედროვე, კლასიკური შენობა კარგად ჩაჯდება,“ - აღნიშნა რამაზ სალდაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია