დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლეიბორისტების პროტესტი
2009/07/22 17:16:32

საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამჯერად ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში დასდეს ბრალი. კონკრეტულად კი, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროგრამის არასწორად განხორციელებაში, რომლისთვისაც 27 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პროექტის განხორციელება ქუთაისში 2006 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. შედეგად მოსახლეობამ წყლის 24-საათიანი მომარაგება უნდა მიიღოს. ოფიციალურად, ქუთაისში სასმელი წყლის 175 700 მომხმარებელი ფიქსირდება, რაც ყოველწლიურად, არსებული ტარიფის გათვალისწინებით, დამატებით 5 616 000 ლარს შეადგენს. ამ თანხას კერძო სტრუქტურებისა და დაწესებულებებისათვის განსაზღვრული მაღალი ტარიფი და 5-მილიონიანი ტრანსფერიც ემატება. „საერთო ჯამში, არსებული მონაცემების უხეში შეკრებით, ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას – 27 მილიონი, არაოფიციალურად კი – 40 მილიონი ლარი ხმარდება,“ - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა. ისინი პრაქტიკულად უწყლოდ დარჩენილი ქალაქის პრობლემის დროულად და ვადებში მოგვარებას ითხოვენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია