დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტაჟიანი გამგებლის „უხმაურო“ ქონება
2009/07/22 15:25:45

საჩხერის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის ქონებრივი დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სტაჟიანი გამგებელია, თვალშისაცემად არ გამოიყურება. ის რევოლუციის შემდეგ ხუთწლიანი სტაბილურობით ხელმძღვანელობს რაიონს. უფრო ადრე კი საკრებულოში მოღვაწეობდა.

 

საჯარო მოხელეთა შორის დამკვიდრებული ტრადიცია ცერცვაძეების შემთხვევაში დარღვეულია: მათ თბილისში ბინა არ აქვთ და არც ავტომანქანა გააჩნიათ, ისინი მშობლიურ საჩხერის რაიონში საცხოვრებელი სახლებით შემოიფარგლნენ.საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ოჯახი საკმაოდ მრავალსულიანია. ჰყავს მეუღლე - ია მაჭარაშვილი, დედა - თამარ კაპანაძე, მამა - ოთარ ცერცვაძე, და - ეკატერინე ცერცვაძე, შვილები - თამარ, მარიამ და ცოტნე ცერცვაძეები.

დეკლარაციის ამ ჩამონათვალს, როგორც გამგებელი ამბობს, შესაძლოა, მეოთხე შვილიც შეემატოს.

საცხოვრებელი სახლი საჩხერეში, კოსტავას ?29-ში გამგებელმა 50000 ლარად შეაფასა, ხოლო მეორე სახლი, ისიც საჩხერეში, რომელიც სტალინის ქუჩა ?3 მდებარეობს - 30000 ლარად.

2008 წლის მონაცემებით ზურაბ ცერცვაძე „მარტინ ბაუერის“ აქციონერიც კი იყო. ფასიანი ქაღალდების სახეობის გრაფაში ზურაბ ცერცვაძეს მითითებული აქვს, რომ „მარტინ ბაუერი-ტყიბულის“ 175 აქციას ფლობს და თითოეული ერთ დოლარადაა შეფასებული.

2008 წლისათვის ზურაბ ცერცვაძეს „სახალხო ბანკის“ სახელფასო საბარათე ანგარიშზე 601 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მომდევნო პუნქტი ფულადი თანხის ოდენობაა შესაბამის ვალუტაში. ზურაბ ცერცვაძეს 1400 ლარი აქვს მითითებული, ხოლო ია მაჭარაშვილს - 220 ლარი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა.

ოჯახური დასაქმების პრობლემა კი ცერცვაძეებთან ასეა გადაწყვეტილი: მეუღლე, ია მაჭარაშვილი, საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ლოგოპედია.

და - ეკატერინე ცერცვაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კულტურის სამსახურის წამყვანი სპეციალისტია; დედა - თამარ კაპანაძე საჩხერის აგრარული ბაზრის ლაბორატორიაში ლაბორანტია.

დეკლარაციაში გამგებლის მიერ დადებული ხელშეკრულებაცაა მითითებული. იგი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებულია მეანაბრეთა ამხანაგობა „თევდორე მღვდლის ?53“-სა და ზურაბ ცერცვაძეს შორის საცხოვრებელი ფართის განვადებით შეძენის შესახებ (22960 დოლარი).

დეკლარაციაში მეორეგან  ზურაბ ცერცვაძე მიუთითებს, რომ ანგარიშზე 24024 ლარი აქვს. რაც შეეხება გამგებლისა და მისი ოჯახის წლიურ შემოსავალს, ოჯახურ ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, მთავარი შემომტანი გამგებელია. მისი წლიური ხელფასი 27300 ლარია. ია მაჭარაშვილის შემოსავალი 1872 ლარია, ეკატერინე ცერცვაძის - 4920, თამარ კაპანაძის კი - 1200 ლარი.

როცა გამგებლის 2009 წლის შენაძენები მოვიკითხეთ, ზურაბ ცერცვაძემ გვითხრა, რომ შეგვეძლო 2008 წლის დეკლარაცია 2009 წელსაც უკლებლივ გადმოგვეწერა. გამგებელს პირადი ავტომანქანა ან ბინა წელსაც არ შეუძენია. არც ავეჯი. „შეძლებული“ არ მეთქმის, მაგრამ სხვა მომენტია, ხალხის მდგომარეობას თუ შევადარებთ ჩემსას, ამ ფონზე შეიძლება ითქვას. ხელფასი 2480 ლარი მეწერება, მაგრამ 2000 ლარს ვიღებ. სულ  ხელფასი არ მეხარჯება, მეუღლეც მუშაობს, მაგრამ ოჯახში მაინც ბევრი საჭიროებაა. სამი შვილი გვყავს და, ბუნებრივია, ოჯახის ხარჯებიც დიდია.“

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ქონებაში 2009 წელს ცვლილებები არ მოუტანია, თუმცა ზურაბ ცერცვაძე ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა: „თუ რაიმე მნიშვნელოვანს შევიძენ, „P.S.“-ს აუცილებლად შევატყობინებ.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია