დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერი-მინისტრი ქუთაისში
2009/07/22 13:05:18

21 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქუთაისში იმყოფებოდა. ეგვიპტურმა კომპანიამ ,,Fresh Electric Company აქ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნისათვის ახალი დანადგარები ჩაიტანა. ეს პირველი ახალი საწარმოა, რომელიც ავტოქარხნის ბაზაზე აიწყობა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას გამოუშვებს. ახლო მომავალში 5 ასეთი ქარხნის ჩამოტანაა ნავარაუდევი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ეგვიპტელების მიერ ჩამოტანილ ქარხანაში 500-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა საშუალო ხალფასი 350 ლარი იქნება.

ამავე დღეს აქვე გაიხსნა საბაჟოც, სადაც მოხდა ჩამოტანილი დანადგარების განბაჟება. ვინაიდან ეს ტარიტორია თავისუფალ ეკონომიკურ ზონადაა გამოცხადებული, ჩამოტანილი ტვირთი შესაბამისი წესით პირველად განბაჟდა ქუთაისში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა ქუთაისში განაცხადა, რამდენიმე თვეში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ეგვიპტეში ვიზიტი, სადაც ხელი მოეწერება ხელშეკრულებას შემდგომი თანამშრომლობის შესახებ, რაც გულისხმობს კიდევ რამდენიმემილიონიან ინვესტიციას ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში.

პირველი პროდუქციის გამოშვებას კომპანია აგვისტოში გეგმავს. ,,Fresh Electric Company ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიაზე მთელი ინდუსტრიული ზონის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც საწყის ეტაპზე მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ქუთაისში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. მისი ინფორმაციით, გაისად დაიწყება დასავლეთ საქართველოს ავტობანის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დამთავრდება. გილაური მიესალმება ქუთაისის, როგორც პოლიტიკური ცენტრის გააქტიურებასაც, კერძოდ, აქ პარლამენტის გადმოტანის ინიციატივას. „ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქად ჩამოყალიბდება. აქ იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება,“– აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია