დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის მარჯვენა ხელი - ქუთაისი
2009/07/21 06:19:54

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პარლამენტის სხდომაზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ინიციატივა გაახმოვანა. პრეზიდენტის შემოთავაზებით, მალე ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომები გაიმართება და, სავარაუდოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერიც ქუთაისში გადმოვა, ხოლო კომიტეტები და თავად თავმჯდომარე კვლავ თბილისში დარჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისელთა აზრი ასეთია:

ზურაბ ჯავახაძე, ქუთაისის სპორტული მუზეუმის დირექტორი: „ჩვენს უნივერსიტეტში ორი დღის წინ აკაკი ბობოხიძე რექტორის კაბინეტში 15 ქუთაისელს შეგვხვდა და ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გვკითხა. Mმე პირადად მივესალმები ასეთ ინიციატივას, მაგრამ ჩვენი გზები ძალიან ვიწრია და ვერ გაუძლებს გადატვირთვას. თუმცა, კარგია იმ კუთხით, რომ ინფრასტრუქტურა განვითარდება. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ქუთაისი კვლავ გახდება თბილისის მარჯვენა ხელი“.

ბიჭიკო ზვიადაძე, გაზეთ „რიონის“ ყოფილი რედაქტორი: „საინტერესო წინადადებაა და ვფიქრობ, აუცილებლად წაადგება ქალაქს. მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯის გადადგმა პოლიტიკურად. თავად არსი ამ იდეისა – საქართველოს ქალაქების განვითარებისა – მომწონს, მაგრამ ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის სამთავრობო სტრუქტურებისთვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია