დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონში ბუნებრივმა აირმა „ჩააღწია“
2009/11/25 13:49:40

ხონში ბუნებრივი აირის მთავარი მაგისტრალის მშენებლობა თითქმის დასრულდა. გაზიფიცირების სამუშაოები აქ უკვე ორი წელია მიმდინარეობს. პროექტი, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება. გათვალისწინებულია სამტრედიისა და ხონის მაგისტრალიდან ბუნებრივი აირის მარტვილის რაიონისათვის მიწოდებაც. ბუნებრივი აირი პირველად ხონში ჩიქოვანების ოჯახში აინთო. ამ ფაქტს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც ესწრებოდა. აქვე იყვნენ ქუთაისის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლები.

პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის განცხადებით,  მალე მთელს ხონს მოიცავს გაზგაყვანილობის სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა რაიონის სრულ გაზიფიცირებაში. „პროექტი, რომლის განხორციელებაში ბევრს ეპარებოდა ეჭვი, დღეს რეალობაა,“ – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია