დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამინისტრომ სანიტარული ნაგავსაყრელების ეროვნული გეგმის განხილვა დაიწყო
2013/02/14 20:50:03

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სანიტარული ნაგავსაყრელების ეროვნული გეგმისა და ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ გერმანიის განვითარების ბანკის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გერმანიის ტექნიკური დახმარების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. დაგეგმილ ღონისძიებაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქუთაისის მერიის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა. საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ქალაქ ქუთაისში ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის სისტემის და სანიტარული ნაგავსაყრელების ეროვნული გეგმის შემუშავებაში. პროექტის მიზანია გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შემცირება. პროექტის განსახორციელებლად შერჩეული კონსორციუმი, რომელიც შედგება გერმანული კომპანიებისგან - INFRASTRUKTUR & UMWELT Professor Böhm und Partner, ERM GmbH და ქართული საკონსულტაციო ჯგუფი „გამა“-სგან, ამზადებს მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას, ქუთაისის მუნიციპალური ნარჩნების სრული ნაკადის მართვის გათვალისწინებით და სანიტარული ნაგავსაყრელების გეგმას. აღნიშნული საქმიანობების განხორციელება მიმდინარეობს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორსთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია